ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ფინალში გასასვლელად იბრძოლებს

AutoSharing Option
დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება ATP ტურის 250-იანი კატეგორიის ლიონის ტურნირის ნახევარფინალი. უკვე მსოფლიოს მე-16 ჩოგანი, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი 18 წლის კანადელ ფელიქს ოჟე ალიასიმს დაუპირისპირდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილს სრული დეჟა-ვუ უნდა ჰქონდეს. კარიერაში ლიონის ტურნირზე მეორედ თამაშობს, ნახევარფინალშიც მეორედ გავიდა და ფელიქს ოჟე ალიასიმსაც მეორედ ეთამაშება. ამ უკანასკნელ კომპონენტს რაც შეეხება, გუშინ ჟო ვილფრიდ ცონგასაც მეორედ ეთამაშა კარიერაში და მოუგო.

წელს პირველი ტურნირი გახლავთ, რომელშიც ნიკოლოზმა ნახევარფინალში გასვლა შეძლო და კარიერაში პირველი ATP შეჯიბრია, სადაც პირველ ნომრად იყო განთესილი.
იმედია, ნიკოლოზი დომინიკ ტიმის ისტორიას გაიმეორებს. სწორედ ავსტრიელი იყო შარშან ლიონის ტურნირზე პირველი ნომერი და გაიმარჯვა კიდეც.

რაც შეეხება ბასილაშვილის დღევანდელ მეტოქეს, ასაკის მიუხედავად, ძალიან ძლიერი ჩოგბურთელია. ალიასიმი ძლიერი მოწოდებით გამოირჩევა, ხოლო გათამაშებაში ის და ნიკოლოზი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ორივე ჩოგბურთელს უყვარს შეტევა და ორივე მათგანი ხშირად ცდება, მაგრამ თუ წაუვიდათ თამაში, ძალიან ძნელია მათი გამკლავება.

როგორც ზევით მოგახსენეთ ნიკოლოზი კანადელს კარიერაში მეორედ ხვდება. პირველად ისინი მაიამის მასტერსზე შეხვდნენ. მერვედფინალურ შეხვედრაში ფელიქსმა ორ სეტში გაიმარჯვა - 7:6, 6:4. არადა, ბასილაშვილი პირველი სეტის ბოლო გეიმში სეტზე აწვდიდა.

18 წლის ოჟე ალიასიმი მსოფლიოს 28-ე ჩოგანია და წინ დიდი მომავალი აქვს. თუმცა დღეს ის ნამდვილად არაა ფავორიტი. ჩოგბურთის მოყვარულებს საინტერესო თამაში ელოდებათ. ერთმანეთის პირისპირ ორი აგრესიული და შემტევი სპორტსმენი დადგება და იმედია, გამარჯვებული კორტს ქართველი დატოვებს.


მკითხველის კომენტარები / 5 /
სად უყურებთ ნიკას თამაშს?
სოსო
18:28 24-05-2019
0
წარმატება ნიკას დღევანდელ შეხვედრაში!!! ახლა ვუყურებ პერის და ფრიტცის შეხვედრას!!! პირველი სეტი მოიგო პერიმ დ მეორეს ჯერჯერობით იგებს ბრეიკით!!! ჩემი აზრით ნიკას დ ოჟეს შორის გამარჯვებული მოიგებს ლიონს!!! იმედია ეს ნიკა იქნება!!!
დათო
17:34 24-05-2019
0

სიახლეები პოპულარული