24 მაისს, ATP ტურის 250-იანი კატეგორიის ლიონის ტურნირის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (16) 18 წლის კანადელ ფელიქს ოჟე ალიასიმთან (28) 6:2, 6:7, 4:6 დამარცხდა.
აქამდე ისინი მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს - მაიამის მასტერსზე კანადელმა 7:6, 6:4 მოუგო.
ბასილაშვილი ტურნირზე მეორე წრიდან ჩაება, მერვედფინალში ფრანგ ტრისტან ლამასინის (270) 7:5, 7:5, ხოლო მეოთხედფინალში მის თანამემამულეს ვილფრიდ ცონგას (85) 6:4, 6:4 სძლია.
25 მაისს ფინალში ოჟე ალიასიმი ფრანგ ბენუა პერს შეხვდება.
ნიკოლოზი ამის შემდეგ როლან გაროსზე იასპარეზებს, სადაც პირველ წრეში არგენტინელ ხუან-იგნასიო ლონდეროს (79) შეხვდება.