ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში ფელიქს ოჟე ალიასიმთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
24 მაისს, ATP ტურის 250-იანი კატეგორიის ლიონის ტურნირის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (16)  18 წლის კანადელ ფელიქს ოჟე ალიასიმთან (28) 6:2, 6:7, 4:6 დამარცხდა.

აქამდე ისინი მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს - მაიამის მასტერსზე კანადელმა 7:6, 6:4 მოუგო.

ბასილაშვილი ტურნირზე მეორე წრიდან ჩაება, მერვედფინალში ფრანგ ტრისტან ლამასინის (270) 7:5, 7:5, ხოლო მეოთხედფინალში მის თანამემამულეს ვილფრიდ ცონგას (85) 6:4, 6:4 სძლია.

25 მაისს ფინალში ოჟე ალიასიმი ფრანგ ბენუა პერს შეხვდება.

ნიკოლოზი ამის შემდეგ როლან გაროსზე იასპარეზებს, სადაც პირველ წრეში არგენტინელ ხუან-იგნასიო ლონდეროს (79) შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
სოსომ ეტყობა არ იცის და უთხარით რომ ალექსანდრე მეტრეველი და თეიმურაზ კაკულია ქართველი ჩოგბურთელები იყვნენ თორემ არ იტყოდა ისეთ სისულელეს როგორც ბასილაშვილის საუკეთესოობას საქართველოს ისტორიაში. პირველად ვნახე სპორტსმენი სულ აგებდეს და რეიტინგში წინ მიიწევდეს))))
dato
25 მაისი 2019 14:18
5
ეს ბიჭი ერთ ბრძოლას რომ იგებს მეორეს აგებს ეგრევე, ძალიან არასტაბილურია.
111
25 მაისი 2019 13:58
1
გვარაмиам დათარსა
-
25 მაისი 2019 14:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული