დღეს, 27 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი "როლან გაროსზე" პირველ მატჩს ჩაატარებს

AutoSharing Option
საფრანგეთის ღია პირველობაზე მე-15 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი (16) დღეს პირველ მატჩს ჩაატარებს.

მისი მეტოქე მსოფლიოს 79-ე ჩოგანი, 25 წლის არგენტინელი ხუან იგნასიო ლონდერო იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 13:00 საათზეა ჩანიშნული.

ლონდეროს დამარცხების შემთხვევაში ნიკოლოზი ფრანგ რიშარ გასკესა და გერმანიის წარმომადგენელ მიშა ზვერევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შარშან ბასილაშვილმა ამ ტურნირზე წარუმატებლად იასპარეზა, პირველ წრეში ფრანგ ჟილ სიმონთან დამარცხდა. "როლან გაროსზე" მისი საუკეთესო შედეგი 2017 წელს მესამე წრეში გასვლაა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 3 919 700 ევროა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
35 milioni.saprizo pondi.da ara 3 milioni
Shalva
09:10 27-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული