19 წლის ჩეხი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 38-ე ჩოგანი მარკეტა ვონდროუშოვა საფრანგეთის ღია ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ვონდროუშოვამ ნახევარფინალში ბრიტანელი იოანა კონტა დაამარცხა 2 სეტში - 7:5, 7:6.
გოგონა კარიერაში პირველად გავიდა დიდი მუზარადის ტურნირის ფინალში. მისი მეტოქე მსოფლიოს მე-8 ჩოგანი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი იქნება.
შარშან როლან გაროსის გათამაშება ქალებში რუმინელმა სიმონა ჰალეპმა მოიგო, წელს კი, შესაძლოა, გამარჯვებული 19 წლის გოგონა გახდეს.
გამარჯვებული 2,300,000 ევროსა და 2000 სარეიტინგო ქულას მიიღებს, ხოლო ფინალისტი - 1300 სარეიტინგო ქულასა და 1,180,000 ევროს. ფინალი ხვალ, 8 ივნისს
გაიმართება.