რაფაელ ნადალი VS დომინიკ ტიმი - ყველაფერი, რაც როლან გაროსის ფინალის შესახებ უნდა ვიცოდეთ

AutoSharing Option
დღეს, 9 ივნისს საფრანგეთის ღია ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. თბილისის დროით 17:00 საათზე ცენტრალურ კორტზე ერთმანეთის წინააღმდეგ მსოფლიოს მე-2 ჩოგანი რაფაელ ნადალი და მსოფლიოს მე-4 ჩოგანი დომინიკ ტიმი ითამაშებენ. ნახევარფინალში ნადალმა ფედერერი დაამარცხა, ხოლო ტიმმა ჯოკოვიჩი.

32 წლის ნადალსა და 25 წლის ტიმ შორის აქამდე გამართული 12 შეხვედრიდან 8 ესპანელმა მოიგოე. მათ შორის, როლან გაროსზე გაამრთული სამივე შეხვედრა ესპანელი ლეგენდის გამარჯვებით დასრულდა.

ორ ჩოგბურთელს შორის უმნიშვნელოვანესი პირველი სეტია. როგორც წესი, ვინც პირველ სეტს იგებს, მატჩის გამარჯვებულიც ის არის. 12 დან 10
შემთხვევაში ასე მოხდა.

წინა წელს, საფრანგეთის ღია ჩემპიონატის ფინალში სწორედ ეს ჩოგბურთელები შეხვდნენ. რაფამ 3 სეტში მოახერხა ავსტრიელის დამარცხება - 6:4, 6:3, 6:2.

გამარჯვების შემთხვევაში ტიმი გახდება მე-8 მოქმედი ჩოგბურთელი, რომელსაც დიდი მუზარადის ტურნირი მოუგია. ასევე, შეწყვეტს დიდი სამეულის ზედიზედ მოგებულ დიდი მუზარადის შეჯიბრებს. უკანასკნელი 3 მაგავსი ტურინი ჯოკოვიჩმა(3), ფედერერმა(3) და ნადალმა(3) მოიგეს.

რაფას როლან გაროსზე შესანიშნავი სტატისტიკა აქვს, 94 თამაშში მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა. ფინალში კი, ესპანელს არასდროს წაუგია- 11 ფინალი = 11 გამარჯვება.

გამარჯვების შემთხვევაში ტიმი გახდება მეორე ავსტრიელი, რომელმაც დიდი მუზარადის ტურნირის მოგება შეძლო. ეს ერთადერთხელ ტომას მუსტერმა შეძლო 1995 წელს და მან სწორედ როლან გაროსი მოიგო.

წინ საინტერესო ფინალი გველოდება. ერთმანეთს პირისპირ ორი კარგი ჩოგბურთელი და ორი მეგობარი დადგება. რაფასა და დომინიკს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. თუმცა, შეხვედრა მეგობრული არ იქნება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული