ბასილაშვილი აგებს, მაგრამ წინ მიიწევს - ქართველი ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის (ATP) ვებგვერდმა 24 ივნისს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთი საფეხურით წინ არის წაწეული და მე-16 ადგილს იკავებს.

საქმე ისაა, რომ მე-15 ადგილზე მყოფმა მარინ ჩილიჩმა ერთბაშად 3 საფეხურით დაიხია უკან, რის გამოც მის უკან მყოფი სამი სპორტსმენი დაწინაურდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბოლო სამ ტურნირზე საკმაოდ წარუმატებლად გამოვიდა. ის ჯერ როლან გაროსზე ხუან იგნასიო ლონდეროსთან დამარცხდა, შემდეგ შტუტგარტის ტურნირში ჩაერთო, სადაც 1/16-ფინალურ შეხვედრაში მარტონ ფუჩოვიჩს ვერ გაუმკლავდა, ბოლო კი ჰალეს ტურნირი იყო, რომელსაც ის 1/32-ფინალური ეტაპიდან მატეო
ბერეტინისთან მარცხით გამოეთიშა.

altნიკოლოზ ბასილაშვილის წარუმატებელი სერია გრძელდება

მკითხველის კომენტარები / 3 /
კაცო, ვერ გავიგე: განზრახ ხომ არ აგებს, რომ წინ წავიდეს? თუ ასეა, იქნებ უიმბლდონიც უცებ წააგოს რომ, ეგებ, სამეულშიც შევიდეს!
N
24 ივნისი 2019 16:41
5
განზრახ ნამდვილად არ აგებს, ეს ხომ გჯერათ???!!! უბრალოდ 3, მაქსიმუმ 5 მოთამაშე არის მეტ-ნაკლებად სტაბილური!!! ნახეთ ზვერევი რა დღეშია, ხაჩანოვი, მედვედევი, ჩილიჩი, რაონიჩი,ვავრინკა, დიმიტროვი, ნიშიკორი....!!!ალოგიკურია, როდესაც ლონდონის ფინალში თითქმის 40 წლის მოთამაშეები გავიდნენ: ლოპესი და სიმონი (37 წლის ლოპესმა მოიგო)!!! ასევე ჰაალეში 37 წლის ფედერერმა გაიმარჯვა, ეს ლოგიკასთან უფრო ახლოსაა!!! ასე, რომ ტოპ მოთამაშეები, თითქმის ყველა ნიკას მდგომარეობაშია!!! ივლისში უკვე ჰამბურგის ქულები ექნება დასაცავი და წარუმატებლობის შემთხვევაში რეიტინგში უკან სვლა ექნება!!! ეს ჩვენ ნადვილად არ გვინდა და მითუმეტეს ნიკას!!! ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვოთ და როგორც შეგვიძლია გვერდში დავუდგეთ, მინიმუმ კეთილი სიტყვით მაინც!!
დათო
24 ივნისი 2019 17:41
0
უიმბლდონი უკანასკნელი ზღვარია - იქაც თუ წარუმატებლად გამოვიდა, სტაბილურად წავა სარეიტინგო ვარდნაში. თანაც, მერე უკვე ჰამბურგის ტურნირზე მოუწევს ბევრი ქულის დაცვა
სიმართლე
24 ივნისი 2019 17:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული