უიმბლდონზე ბრიტანელი იასპარეზებს, რომელსაც ხელებზე 8, ფეხებზე კი 7 თითი აქვს

AutoSharing Option
Sky Sports-ის ცნობით, უიმბლდონის ტურნირზე მონაწილეობის უფლება 18 წლის ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ფრანჩესკა ჯონსმა მიიღო, რომელსაც იშვიათი გენეტიკური დაავადება, ეკტროდაკტილია აქვს.

მას დაბადებიდან ხელებზე 8, ფეხებზე კი 7 თითი (4 მარცხენაზე და 3 მარჯვენაზე) და კბილების არასტანდარტული რაოდენობა აქვს, რის გამოც ბავშვობაში არაერთი ოპერაცია გაუკეთეს.

ჯონსი მსოფლიოს რეიტინგში 297-ე ადგილზეა და ტურნირზე პირველ მატჩს 1-ელ ივლისს გამართავს.

"ყოველთვის ვთვლიდი, რომ არაჩვეულებრივი სიამოვნებაა იმის გაკეთება, რასაც ხალხი მიუღწევლად მიიჩნევს. ეს ჩემი ცხოვრების დევიზია. სხვისი აზრით არავინ არ უნდა იყოს შეზღუდული", - ამბობს
ჯონსი.

"ის სხვებისგან გამორჩეულია. რა თქმა უნდა, მან ზოგიერთ რამეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. საკუთარ სხეულზე სხვანაირად მუშაობა უწევს. თუმცა, უკვე ტოპ 300-შია. ვფიქრობ, მისთვის ზღვარი არ არსებობს", - აღნიშნა ჯონსის მწვრთნელმა ალბერტ პორტასმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Kushi ramdeniaq.uechveli 1nia
Shalva
08:16 25-06-2019
1

სიახლეები პოპულარული