ნიკოლოზ ბასილაშვილმა "უიმბლდონზე" სეტებში 0:2 შემოატრიალა და გაიმარჯვა!

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელისთვის 2019 წლის "უიმბლდონის" ტურნირი რთულად დაიწყო.

მსოფლიოს მე-16 ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს 195-ე ჩოგან ჯეიმი უორდთან თამაში ძალიან გაუჭირდა. ნიკოლოზი სტანდარტულად ბევრ შეცდომას უშვებდა, თუმცა იმ რაოდენობის "ვინერსები" არ ჰქონია, როგორც აქვს ხოლმე.

პირველ სეტში ბასილაშვილი უშანსოდ დამარცხდა - 2:6. მეორე სეტში კი, თავის მოწოდებაზე დაუშვა შეცდომა და მე-10 გეიმში დათმო მეორე სეტი - 4:6.

მესამე სეტი ძალიან ცუდად დაიწყო, პირველივე თავისი მოწოდება წააგო, თუმცა მალევე დააბრეიკა მეტოქე. მეორე ბრეიკი, უკვე მე-9 გეიმში შეასრულა და სეტიც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა
- 6:4.

მეოთხე სეტი, კი ძალიან კარგად დაიწყო, პირველივე გეიმი მოიგო ბრიტანელის მოწოდებაზე. ეს ერთადერთი ბრეიკი იყო სეტში და ნიკოლოზმაც შეძლო მისი მოგება - 6:4.

ბოლო, მე-5 სეტში, ისევ პირველი გეიმის მოგება მოახერხა ბასილაშვილმა მეტოქის მოწოდებაზე, თუმცა მაშინ დაუშვა შეცდომა, როცა მატჩზე აწვდიდა. საბოლოოდ კიდევ 4 გეიმის თამაში მოუწია და საბოლოოდ მე-5 სეტში 8:6 გაიმარჯვა.

აღნიშნული გამარჯვებით ნიკოლოზმა 45 000 გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავა და 45 სარეიტინგო ქულა მიიღო.

კარგია, რომ მძიმე, მაგრამ მაინც გამარჯვება მოიპოვა და "უიმბლდონის" მე-2 წრეში გავიდა. იქ კი, კიდევ ერთ ბრიტანელს 29 წლის მსოფლიოს 61-ე ჩოგან დენიელ ევანსს შეხვდება, რომელმაც თავისი მეტოქე 3 სეტში დაამარცხა. შეხვედრა 4 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ჩაწყობებზე და მსგავს სისულეელეებს რომ წერთ, რომ ყომარობდეს აგერ ვიტჯორჯიას ფეხბურთელები აღმოაჩინეს და უიმბლდონზე შესულ ფსონებს არავინ გააკონტროლებს თქვენი აზრით? რა სისულელეებს წერთ ჩოგბურთისთვის არ გიყურებიათ მანიც? ერთი ჩოგბურთელი მაინც დამისახელეთ მთელი ისტორიიდან რომელსაც ასეულის მიღმა მყოფთან არ დამარცხებულა და მერე ვილაპარაკოთ.
semi
03 ივლისი 2019 10:04
4
100% გეთანხმებით!!! ადრე დავწერე და ახლაც გავიმეორებ, თუ მთლიანად ატპ ტურს არ ადევნებ თვალყურს, მაშინ ძნელია სწორი ანალიზი!!! გუშინ პირველივე წრეში გამოეთიშა უიმბლდონს , ტოპ 10-ის სამი მოთამაშე: ტიმი, ზვერევი, ციციპასი...!!! იმაიმუნეს!!! ვისთან წააგეს შეგიძლიათ ნახოთ!!! ვის აპატიებს ატპ რამეს, რომ მაიმუნობდეს, გამადიდებელი შუშით აკვირდებიან ყველაფერს!!! სამი, ოთხი მოთამაშეა მეტ-ნაკლებად სტაბილური, დანარჩენი თითქმის ერთნაირ მდგომარებაშია!!! ვინმე გეგულებათ ქართულ ჩოგბურთში, რომ ახლო მომავალში ან საერთოდ რამეს მიაღწევს???!!! ნიკამ შეძლო შეუძლებელი!!! თუ უფრო მეტს მიაღწევს, რაც მას ჩვენზე მეტად უნდა, ხომ კარგი , და თუ არა რასაც უკვე მიაღწია უზარმაზარ მადლობას იმსახურებს!!! ჩოგბურთი ინდივიდუალური სპორტის სახეობაა, სადაც მხოლოდ შენ თავზე ხარ დამოკიდებული და ზოგჯერ პატარა პრობლემაც ხელს გიშლის შედეგის ჩვენებაში!!! ნიკას ჩვენი კეთილი სიტყვა, გვერდში დგომა და გამხნევება სჭირდება!!! მოგიწოდებთ ნიკას გულშემატკივრებს ასე მოვიქცეთ, ის ჩვეგან ამას ნამდვილად იმასახურებს!!!
დათო
03 ივლისი 2019 13:26
0
ასეთი მატჩის შემოტრიალება მხოლოდ მენტალურად ძლიერ სპორტსმენებს შეუძლიათ!
ქომაგი
02 ივლისი 2019 23:24
5
Aba abaaa
Aufff
03 ივლისი 2019 10:14
4
მოკლედ ნიკა ან მაგრად ყომარობს ან კიდე ფსიქოლოგიასთან აქვს საქმე ცუდად.წარმატებები.
დდდ
02 ივლისი 2019 20:22
8
ნამდვილად ბრძოლისუნარიანია, მაგრამ კლასი უნდა აიმაღლოს თორემ ძალიან გაუჭირდება
giorgi
02 ივლისი 2019 19:06
6
ვერ ხვდებით რო ყომარობს? :)
sormona
02 ივლისი 2019 18:27
15
კი ვხვდები,კი,რა მერე,მაგი მოსული პონტია.
ზას.
03 ივლისი 2019 00:31
7
როგორ გეკადრებათ პატივცემულო,რა ჩაწყობა რის ჩაწყობა,კომენტატორს მაინც მოუსმინე რამდენ ენერგიას ხარჯავს სულ ტყვილად.)
გიოშა
02 ივლისი 2019 20:35
4
ყველა გამოხმაურება
ყოჩაღ ნიკა, რომ არ გატყდი და გამარჯვების სიხარული მოგვანიჭე ქართველ გულშემატკივრებს!!!...
ეს ერთი და სხვა მრავალი!!!...
არტაგი
02 ივლისი 2019 17:59
2
ამის თამაშის ყურება ცარიელი ნერვების წყვეტაა, ვუყურე და დამაგლიჯა ნერვები. არა ძმაო, აწი მე პას
სიმართლე
02 ივლისი 2019 17:56
5
ნერვების წყვეტა შემდეგ თამაშში ნახე :)
Irakli
02 ივლისი 2019 18:39
0
გილოცავ ნიკოლოზ!!! ნამდვილი გმირობა ჩაიდინე დღეს. წარმატებები მეორე წრეში.
მაგარი კაცი ხარ.
მალხაზი
02 ივლისი 2019 17:55
3
ყოჩააააღ!!! მაგრად გაგვახარე!!!
დათო
02 ივლისი 2019 17:52
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული