ჰამბურგის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

AutoSharing Option
მსოფლიოს მე-16 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს მსოფლიოს 87-ე ჩოგანთან, ბოლივიელ უგო დელიენთან თამაშით გახსნის.

დელიენი ჰამბურგის ტურნირზე საკვალიფიკაციო ბადეში მოპოვებული 2 გამარჯვების შემდეგ მოხვდა.

უგო დელიენი და ნიკოლოზ ბასილაშვილი აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან. 26 წლის დელიენის საუკეთესო შედეგი კარიერაში მსოფლიოს 74-ე ჩოგნობაა, რომელსაც ამა წლის მარტში მიაღწია, თუმცა შენარჩუნება ვერ შეძლო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი კი ტიტულის დასაცავად იბრძვის. ჰამბურგში ვერგამარჯვების შემთხვევაში ნიკოლოზი 500 სარეიტინგო ქულას დაკარგავს და მსოფლიო რეიტინგში, დაახლოებით, 25-ე ადგილზე ჩამოქვეითდება.

ბასილაშვილისა და დელიენის შეხვედრა ხვალ, 23 ივლისს,
თბილისის დროით 13:30 საათზეა ჩანიშნული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული