23 ივლისს ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის 500-იანი კატეგორიის ტურნირის პირველი წრის შეხვედრა მოიგო.
ბასილაშვილმა ბოლივიელი უგო დელიენი (87) 2 სეტში ანგარიშით 6:4, 6:3 დაამარცხა.
ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება 2-ჯერ დათმო, ხოლო მეტოქის მოწოდებაზე 5 გეიმი მოიგო, რაც მოგებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ასე ადვილად შეხვედრა დიდი ხანია არ მოუგია.
მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ხუან ლონდეირო (57) იქნება.