ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან ლონდერო დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 ივლისს, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის 500-იანი კატეგორიის ტურნირის მეორე წრეში არგენტინელ ხუან ლონდეროს 6:4, 3:6, 6:3 სძლია.

ბასილაშვილმა როლან გაროსზე დამარცხებისთვის ლონდეროსთან რევანში აიღო.

1/4-ფინალში ნიკოლოზი ფრანგ ჟერემი შარდის დაუპირისპირდება, რომელმაც თანამემამულე რიშარ გასკე 7:6, 7:5 დაამარცხა.

შეგახსენებთ, ქართველი ჩოგბურთელი ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია, პირველ წრეში კი ბოლივიელ უგო დელიენს 6:4, 6:3 მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყოჩაღ ნიკა.ასე განაგრძე.
სოსო
23:59 24-07-2019
0
ძალიან გაგვახარე!!! მადლობა!!! მთავარია . რომ ბოლომდე იბრძოლე და იმ მომენტებში სადაც შეიძლებოდა ლონდეროს შემოეტრიალებინა თამაში ღირსეულად უპასუხე!!! შარდი მაგარ ფორმაშია, მის ორივე თამაშს , პერთან და გასკესთან, ვუყურე!!! ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს!!! მაგრამ ნიკას , ჟერემის გავლა შეუძლია!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
13:42 25-07-2019
0

სიახლეები პოპულარული