24 ივლისს, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის 500-იანი კატეგორიის ტურნირის მეორე წრეში არგენტინელ ხუან ლონდეროს 6:4, 3:6, 6:3 სძლია.
ბასილაშვილმა როლან გაროსზე დამარცხებისთვის ლონდეროსთან რევანში აიღო.
1/4-ფინალში ნიკოლოზი ფრანგ ჟერემი შარდის დაუპირისპირდება, რომელმაც თანამემამულე რიშარ გასკე 7:6, 7:5 დაამარცხა.
შეგახსენებთ, ქართველი ჩოგბურთელი ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია, პირველ წრეში კი ბოლივიელ უგო დელიენს 6:4, 6:3 მოუგო.