ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ივლისს ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალში ფრანგი ჟერემი შარდი (77) ორ სეტში 6:2, 6:3 დაამარცხა.

ბასილაშვილმა საკუთარ მოწოდებაზე მხოლოდ 1 გეიმი დათმო, საპასუხოდ კი, 4 ბრეიკი შეასრულა. ამ გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ასე დამაჯერებლად ნიკოლოზს დიდი ხანია არ მოუგია და საერთოდ, ჰამბურგის ტურნირზე ძალიან კარგად თამაშობს. ბოლო თვეების თამაშებს თუ გადავხედავთ, ნიკოლოზს პროგრესი აქვს და ეს ძალიან სასიხარულოა.

ნიკოლოზის მეტოქე ნახევარფინალში მსოფლიოს მე-5 ჩოგანი გერმანელი ალეკსანდ ზვერევი იქნება. ბასილაშვილი და ზვერევი ერთამანეთს ერთხელ
შეხვედრიან. შარშან შანხაის მასტერსზე გერმანელმა ნიკოლოზი ორ სეტში დაამარცხა- 7:5, 6:4.

შეგახსენებთ, ნიკოლოზი ჰამბურგის ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და აუცილებლად სჭირდება გამარჯვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, 500 სარეიტინგო ქულას დაკარგავს და რეიტინგში დაქვეითდება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან გთხოვთ საიტის "ბოსებს" - მოაშორეთ ეს რეკლამა ვიდეოზე რომ ადევს, მართლა წაიღო ტვინი რა, უბრალოდ შეგჯავრდება რა ...
ნიკას ვულოცავ გულითადად!
0
მშვენიერი შანსი აქვს ნიკას მეორედ მოიგოს ტურნირი, ზვერევს მოუგოს და ეგ არის რა, თან ტიმმაც წააგო და ფონინმაც, ასე რომ დღეს ყველა ვგულშემსტკივრობთ ნიკას
ზიზუ
09:51 27-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული