26 ივლისს ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალში ფრანგი ჟერემი შარდი (77) ორ სეტში 6:2, 6:3 დაამარცხა.
ბასილაშვილმა საკუთარ მოწოდებაზე მხოლოდ 1 გეიმი დათმო, საპასუხოდ კი, 4 ბრეიკი შეასრულა. ამ გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ასე დამაჯერებლად ნიკოლოზს დიდი ხანია არ მოუგია და საერთოდ, ჰამბურგის ტურნირზე ძალიან კარგად თამაშობს. ბოლო თვეების თამაშებს თუ გადავხედავთ, ნიკოლოზს პროგრესი აქვს და ეს ძალიან სასიხარულოა.
ნიკოლოზის მეტოქე ნახევარფინალში მსოფლიოს მე-5 ჩოგანი გერმანელი ალეკსანდ ზვერევი იქნება. ბასილაშვილი და ზვერევი ერთამანეთს ერთხელ შეხვედრიან. შარშან შანხაის მასტერსზე გერმანელმა ნიკოლოზი ორ სეტში დაამარცხა- 7:5, 6:4.
შეგახსენებთ, ნიკოლოზი ჰამბურგის ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და აუცილებლად სჭირდება გამარჯვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, 500 სარეიტინგო ქულას დაკარგავს და რეიტინგში დაქვეითდება.