დაამარცხებს ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს?

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე ერთმანეთის მიყოლებით სძლია კოლუმბიელ უგო დელეინის, არგენტინელ ხუან ლონდეროს და ფრანგ ჟერემი შარდის და ნახევარფინალში მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს, ალეკსანდრ ზვერევს შეხვდება.

გერმანიის სახელით მოასპარეზე 22 წლის ზვერევმა ჩილელი ნიკოლას ჯერი, არგენტინელი ფედერიკო დელბონისი და სერბი ფილიპ კრაინოვიჩი დაამარცხა.

ბასილაშვილი ორჯერ დაუპირისპირდა ზვერევს და ორივეჯერ დამარცხდა - 2015 წელს მარსელში (6:7, 3:6) და 2018 წელს შანხაიში (5:7, 4:6).

მატჩი 27 ივლისს, 15:30 საათზე ცენტრალურ კორტზე დაიწყება.

ტურნირის მოგების შემთხვევაში, ბასილაშვილი რეიტინგში მეთექვსმეტე პოზიციას შეინარჩუნებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ზვერევი ამჟამად არ იმყოფება კარგ ფორმაში!!! პრობლემები აქვს უკვე დიდი ხანია!!! მწვრნელთან , ლენდლთან, ჰქონდათ სერიოზული დაპირისპირება, მას და მამამისს!!! გუშინ განცხადება გაკეთდა, რომ დაშორდნენ!!! ყველა მის თამაშს ჰამბურგში ბეკერი ესწრებოდა და ალბათ თანამშრომლობას იწყებენ!!! ნიკა ძალიან გაგვახარებს, თუ დიდი მაესტროს დანდასწრებით დაამარცხებს ზვერევს!!! წარმატება ნიკას!!!
დათო
12:16 27-07-2019
0
შარშან თუ მეოთხე ჩოგანი დაამარცხა, წელს მეხუთეს ვითომ რატომ ვერ უნდა სძლიოს?! თანაც, შარდთანაც ასევე ორი წაგება არ ჰქონდა?! ჰოდა, მოდი, ვუქომაგოთ!!!
0

სიახლეები პოპულარული