ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნამდვილ მარათონში მსოფლიოს მე-5 ჩოგანი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ივლისს, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში ალეკსანდ ზვერევი ტაი-ბრეიკში დაამარცხა. მატჩი 3 საათი და 7 წუთი გაგრძელდა.

ბასილაშვილმა მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი 3 სეტში ანგარიშით 6:4, 4:6, 7:6 (7:5) დაამარცხა და ფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ტაი-ბრეიკში ნიკოლოზი 2:5-ს აგებდა და მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

ბასილაშვილმა 4 ეისი შეასრულა და 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მისმა მეტოქემ 14 ეისი შეასრულა და 9 შეცდომა დაუშვა.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა კარიერის განმავლობაში ზვერევი პირველად დაამარცხა, აქამდე მას ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ წააგო.

ბასილაშვილმა კარიერაში მეოთხედ მოუგო რეიტინგის ათეულში შემავალ მოწინააღმდეგეს.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და ფინალში ანდრეი რუბლევს შეხვდება. ფინალი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. ქართველ გულშემატკივარს მისი ხილვა Silk Universal-ზე შეეძლება.

ნახევარფინალამდე ბასილაშვილმა კოლუმბიელ უგო დელეინის, არგენტინელ ხუან ლონდეროს და ფრანგ ჟერემი შარდის სძლია.

მკითხველის კომენტარები / 48 /
ფინალი რომელ საათზეა?
papa
28 ივლისი 2019 10:36
0
14:00-ზეა. ახლა დავრეკე სილქში და უნივერსალზე გადმოუტანიათ ტრანსლაცია ე.ი. ყველა შევძლებთ ყურებას, დიდი მადლობა სილქნეტს! აბა წარმატებები, წავედით!
ზურიკო
28 ივლისი 2019 13:50
0
quite how he's managed it is anyone's guess :))) wow!!
odala
28 ივლისი 2019 01:07
0
გილოცავ, საქართველო! სულის უმაღლესი სიმტკიცე გამოავლინა ნიკუშამ! გასაოცარი! ვინც უყურა თამაშს, განსაკუთრებით კი მის ფინალს, ვინ დამიჯერებს, რომ თამაშის არც ერთ მომენტში არ შემპარვია ეჭვი მის გამარჯვებაში! მიუხედავად ყველა შეცდომისა თუ უიღბლობისა, მთელი თამაში ნამდვილად ნიკას მიჰყავდა მსოფლიოს მეხუთე ჩოგანთან! ასე რომ, როგორც ადრე ვწერდით, მივდივართ როჟას რეკორდის გამეორებაზე (ჯერ-ჯერობით)!!! ყველანი ვქომაგობთ ნიკას ხვალ!!!
N
27 ივლისი 2019 22:48
0
რუბლიოვს ხვდება ხვალ ფინალში!!! სამ სეტში მოიგი რუბლიოვმა კარენო ბუსტასთან!!!ცოტა ხნის წინ მაჯის ტრავმა ჰქონდა და ამოვარდნილი იყო!!! ამ ტურნირს კარგად ატარებს, ტიმს მოუგო მეთხედფინალი!!! მაგრამ რიბლიოვი არც ტიმია და არც ფონინი და მისი დამარცხება ნიკას შეუძლია!!! აბა შენ იცი ნიკა გაგვახარე!!!
დათო
27 ივლისი 2019 22:30
2
რუბლიოვს ხვდება ხვალ ფინალში!!! სამ სეტში მოიგი რუბლიოვმა კარენო ბუსტასთან!!!ცოტა ხნის წინ მაჯის ტრავმა ჰქონდა და ამოვარდნილი იყო!!! ამ ტურნირს კარგად ატარებს, ტიმს მოუგო მეთხედფინალი!!! მაგრამ რიბლიოვი არც ტიმია და არც ფონინი და მისი დამარცხება ნიკას შეუძლია!!! აბა შენ იცი ნიკა გაგვახარე!!!
დათო
27 ივლისი 2019 21:40
1
წესით თავისუფლად უნდა მოეგო მაგრამ ტაიბრეიკის აღების შემდეგ ამდენი შეცდომის დაშვება რა ჯანდაბაა.რას გვერჩის ან გულშემატკივრებს ან ოჯახის წევრებს გულებს რომ გვიხეთქავს.კომენტატორები საერთოდ დაადუმა.როგორც წინ გადის რა ემართება ფსიქოლოგიურად.ასეთი ცუდი თამაშით ფინალში გაუჭირდება.
თემი
27 ივლისი 2019 21:23
3
ებიჯო მარტო რეიტინგისთვის ხო არ ხარ, ითამაშე თუ შეგიძლია შეკაიკაცო, შენც გაიხარე ჩვენც გაგვახარე
27 ივლისი 2019 20:58
4
გენაცვალე ნიკოლოზ!!!! კიდევ ერთი ტიტული გვინდა!
Biankoneri
27 ივლისი 2019 20:52
0
http://sport-stream.ru/match/851696/
აი ამ საიტზე ვუყურე, უბრალოდ დავგუგლე რუსულად ბასილაშვილი ზვერევი ჰამბურგი და ეგრევე ჩავრთე...
ირაკლიუსი
27 ივლისი 2019 20:13
0
ხალხო სად უყურებთ,ღმერთი არა გწამთ?გადავაბრუმე კომპიუტერი.ყოჩაღ ნიკა!კაცი განწყობაზეა და იგებს.შეცდომა კი მეტი იმას მოსდის,ვინც უტევს და რისკავს.ჩაიდონ და ღეჭონ ახლა ძირს ნაგდები საღეჭი რეზინა,ზოგიერთებმა,მე კი თუნდაც სულ არ ვუყურებ,ოღონდ ნიკამ გაიმარჯვოს
სოსო
27 ივლისი 2019 19:50
1
Livetv.ge ან fci.ge
დდდ
27 ივლისი 2019 21:28
0
აჭარასპორტი აჩვენებს
kerr
27 ივლისი 2019 21:03
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული