ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში ალეკსანდრ ზვერევის დამარცხების შემდეგ კომენტარი ნიკოლოზ ბასილაშვილმა გააკეთა:
"არა მგონია, რომ მშვიდად ვიყავი, ჩემში ემოციები დუღდა. შესაძლოა, მე ამას არ ვამჟღავნებდი. მესამე სეტში ძალიან ცუდად ვაწოდებდი და ეს ჩემში ემოციებს აღვიძებდა. თან, ბოლო სეტის მიმდინარეობისას ძალიან შევიბოჭე.
თუმცა, მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ტაი-ბრეიკზე 2:5-იდან ამოვქაჩე. ასეთი რამ იშვიათად მომიხერხებია და სწორედ ამიტომ ვარ ძალიან კმაყოფილი.
ტაი-ბრეიკისას სრულად კონცენტრირებული ვიყავი ბურთსა და თამაშზე. ვფიქრობ, საშა ძალიან შებოჭილი და ემოციური იყო".