ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა 3 სეტში დაამარცხა ანდრეი რუბლევი და ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

პირველ სეტში ნიკოლოზმა რუსი 7:5 დაამარცხა. მეორე სეტში, კი  სამწუხაროდ 4:6 დამარცხდა.

მესამე სეტში, კი 1-ით მეტი ბრეიკი შეასრულა და მეტოქე 6:3 დაამარცხა.  აღსანიშნავია, ეს ნიკოლოზისა და ანდრეის მეორე შეხვედრა იყო და ორივეში ქართველმა იმარჯვა.

ნიკოლოზამდე ჰამბურგის შეჯიბრი ზედიზედ მეორედ ბოლოს როჯერ ფედერერს ჰქონდა მოგებული.

ამ გამარჯვებით ნიკა მსოფლიო რეიტინგში ადგილს შეინარჩუნებს და პლუს, საპრიზო თანხად 354 854 ევროს მიიღებს.


მკითხველის კომენტარები / 33 /
28-07-2019 ეს დღე ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს სპორტის ისტორიაში! ხუმრობა საქმე როდია ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ზედიზედ მეორედ ჰამბურგის პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის მოგება და ამასთან ერთად ძიუდოში,ერთ დღეს, ორი იაპონელის დამარცხება,თანაც გრან პრის ფინალში!
გიოშა
04:29 29-07-2019
1
ნათქვამიც აქვს , რომ მიზანი ტოპ 10 მოხვედრაა. თუმცა სულაც რომ რეგრესი მივიღოთ(ღმერთმა არ ქნას) და რეიტინგშიც უკან წავიდეთ , ბასილამ უკვე ყველას დაუმტკიცა , რომ მაღალი დონის ჩოგბურთელია. გარდა იმისა , რომ უკვე არაერთხელ გაგვახარა, სამშობლო ასახელა და სიამაყის საფუძველი მოგვცა, მომავალ თაობას მისცა დიდი სტიმული. დარწმუნებული ვარ , ამის შემდეგ ჩოგბურთი გაცილებით პოპულარული სპორტი იქნება საქართველოში და მომავალში ძალიან მაგარი ჩოგბურთელები გვეყოლება.
Homer
23:41 28-07-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული