ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა 3 სეტში დაამარცხა ანდრეი რუბლევი და ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

პირველ სეტში ნიკოლოზმა რუსი 7:5 დაამარცხა. მეორე სეტში, კი  სამწუხაროდ 4:6 დამარცხდა.

მესამე სეტში, კი 1-ით მეტი ბრეიკი შეასრულა და მეტოქე 6:3 დაამარცხა.  აღსანიშნავია, ეს ნიკოლოზისა და ანდრეის მეორე შეხვედრა იყო და ორივეში ქართველმა იმარჯვა.

ნიკოლოზამდე ჰამბურგის შეჯიბრი ზედიზედ მეორედ ბოლოს როჯერ ფედერერს ჰქონდა მოგებული.

ამ გამარჯვებით ნიკა მსოფლიო რეიტინგში ადგილს შეინარჩუნებს და პლუს, საპრიზო თანხად 354 854 ევროს მიიღებს.


მკითხველის კომენტარები / 33 /
ბრავო მაესტრო!!!არ შემიძლია, რომ არ დავწერო!!! შარშან როდესაც ნიკა იბრძოდა ჰამბურგში, მე გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში ვებრძოდი...!!! ნიკას ყოველმა თამაშმა და საბოოლოო განარჯვებამ , მე გადამატანინა ჩემი ბრძოლის პირველი ეტაპი!!! ეს ადამიანი არის გმირი და მადლობა მას!!! ყველა ნიკას გულშემატკივარს პატივს გცემთ და მიყვარხართ!!! გილოცავთ!!!
დათო
28 ივლისი 2019 16:28
1
მახსოვს თქვენი შარშანდელი კომენტარიც, ნიკას სამომავლო წარმატებებს, თქვენ კი ჯანმრთელობას გისურვებთ!
გულშემატკივარი
28 ივლისი 2019 17:38
1
დიდი მადლობა!! გენაცვალეთ ყველა ნიკას ნამდვილ გულშემატკივარს!!!
დათო
28 ივლისი 2019 23:14
1
ყველა გამოხმაურება
ნიკა ჰამბურგერი
ლაშა
28 ივლისი 2019 16:29
1
სტალინისთვის და ბასილაშვილისთვინ გემრიელი ლუკმაა გერმანია.გილოცავ ნილკოლოზ
ტეტე1234
28 ივლისი 2019 16:49
16
ვულოცავ ნიკოლოზს და საქართველოს! სულ სხვაა გამარჯვებულის მენტალიტეტით თამაში. იმედია წელს კიდევ 2 ტურნირს ჩამოიკიდებს ქამარზე
გუჯი
28 ივლისი 2019 16:29
1
კამფეტი ხარ კამფეტი...გენაცვალე გილოცავ!!!
ზესტაფ დონი
28 ივლისი 2019 16:44
1
ჰამბურგი ჩვენია
ნიკ
28 ივლისი 2019 16:23
1
Momilocavs da ase gaagrzele, meti stabiluroba
Goga
28 ივლისი 2019 16:31
1
დამაწყდა ნერვები, მაგრამ მთავარია მოიგო. გოლოცავ!!!!
zaza
28 ივლისი 2019 16:27
1
ნიკოლოზ ჰამბურგელი!
Irakli
28 ივლისი 2019 16:25
1
ნათქვამიც აქვს , რომ მიზანი ტოპ 10 მოხვედრაა. თუმცა სულაც რომ რეგრესი მივიღოთ(ღმერთმა არ ქნას) და რეიტინგშიც უკან წავიდეთ , ბასილამ უკვე ყველას დაუმტკიცა , რომ მაღალი დონის ჩოგბურთელია. გარდა იმისა , რომ უკვე არაერთხელ გაგვახარა, სამშობლო ასახელა და სიამაყის საფუძველი მოგვცა, მომავალ თაობას მისცა დიდი სტიმული. დარწმუნებული ვარ , ამის შემდეგ ჩოგბურთი გაცილებით პოპულარული სპორტი იქნება საქართველოში და მომავალში ძალიან მაგარი ჩოგბურთელები გვეყოლება.
Homer
28 ივლისი 2019 23:41
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული