ალბათ, გახსოვთ, შარშან, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მოიგო, საჩუქრად ვენტილატორის ფორმის თასი გადასცეს.
ის თასი განსხვავებული და ორიგინალური იყო. მართალია, მფლობელისათვის ადვილი არ იქნება დაამტკიცოს, რომ ვენტილატორის ფორმის ნივთი ნაყიდი სუვენირი კი არა, საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებულის საპრიზო თასია, თუმცა დიზაინის საწყისები გასაგები მაინც არის.
შარშან ძველ თასს საქართველოში ხუმრობებიც მოჰყვა, რომ "ვენტილატორი" ნიკოლოზს ზაფხულში არსებული სიცხის გამო გადასცეს. წელს კი ახალ ჯილდოს მოულოდნელი და ერთი შეხედვით, გაუგებარი დიზაინი აქვს.
რეალურად, საქმე ძალიან მარტივად ყოფილა. თასის დიზაინში არსებული ხაზები 2018 წლის ფინალის "მატჩ ბოლის" გრაფიკული გამოსახულებაა. ანუ ის ტრაექტორია, რაც "მატჩ ბოლის" დროს ბურთმა გაიარა (ნიკოლოზის ჩაწოდება, მაიერის მიღება, ნიკოლოზის დარტყმა და მაიერის აუტში გაშვებული ბურთი), გერმანელებმა გრაფიკულად ასახეს და ახალი თასიც შექმნეს. გარდა თასის დიზაინისა, ჰამბურგის ტურნირის ოფიციალური ლოგოც აღნიშნული გამოსახულება არის.
აქვე გთავაზობთ სხვა უცნაური დიზაინის მქონე თასებს, რომლებიც ჩოგბურთელებს ტურნირის მოგების შემდეგ მიუღიათ.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებულია [VIDEO]
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაჯილდოებაზე გულშემატკივრებს ქართულად მიმართა [VIDEO]
ანდრეი რუბლევი: ამ ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ზედიზედ მეორედ გამარჯვება გასაოცარია