უცნაური თასები - რატომ აქვს ბასილაშვილის ჰამბურგის ჯილდოს ასეთი დიზაინი? [PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალბათ, გახსოვთ, შარშან, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მოიგო, საჩუქრად ვენტილატორის ფორმის თასი გადასცეს.

ის თასი განსხვავებული და ორიგინალური იყო. მართალია, მფლობელისათვის ადვილი არ იქნება დაამტკიცოს, რომ ვენტილატორის ფორმის ნივთი ნაყიდი სუვენირი კი არა, საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებულის საპრიზო თასია, თუმცა დიზაინის საწყისები გასაგები მაინც არის.

შარშან ძველ თასს საქართველოში ხუმრობებიც მოჰყვა, რომ "ვენტილატორი" ნიკოლოზს ზაფხულში არსებული სიცხის გამო გადასცეს. წელს კი ახალ ჯილდოს მოულოდნელი და ერთი შეხედვით, გაუგებარი დიზაინი აქვს.

რეალურად, საქმე ძალიან მარტივად ყოფილა. თასის დიზაინში არსებული ხაზები 2018
წლის ფინალის "მატჩ ბოლის" გრაფიკული გამოსახულებაა. ანუ ის ტრაექტორია, რაც "მატჩ ბოლის" დროს ბურთმა გაიარა (ნიკოლოზის ჩაწოდება, მაიერის მიღება, ნიკოლოზის დარტყმა და მაიერის აუტში გაშვებული ბურთი), გერმანელებმა გრაფიკულად ასახეს და ახალი თასიც შექმნეს. გარდა თასის დიზაინისა, ჰამბურგის ტურნირის ოფიციალური ლოგოც აღნიშნული გამოსახულება არის.

აქვე გთავაზობთ სხვა უცნაური დიზაინის მქონე თასებს, რომლებიც ჩოგბურთელებს ტურნირის მოგების შემდეგ მიუღიათ.

Sportall.Ge

altნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებულია [VIDEO]

altნიკოლოზ ბასილაშვილმა დაჯილდოებაზე გულშემატკივრებს ქართულად მიმართა [VIDEO]

altანდრეი რუბლევი: ამ ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ზედიზედ მეორედ გამარჯვება გასაოცარია

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მაგარი იდეაა!!! ეს მატჩბოლი სულ ემახსოვრება ნიკას!!!
დათო
29 ივლისი 2019 20:09
0
Dეგენერატები არიან და იმიტომ.
Otvet.
29 ივლისი 2019 16:23
16
მაგარი ორიგინალური მოფიქრებულია.რეკლამაში ჩანს ტრაექტორიები.
ცაეტვალათ.
29 ივლისი 2019 15:32
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული