8 აგვისტოს, მონრეალის მასტერსის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (16) მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანთან, ალეკსანდრ ზვერევთან დამარცხდა.
შეხვედრა ლამის სამი საათი გაგრძელდა და ბასილაშვილი მეტოქესთან ანგარიშით 5:7, 7:5, 6:7 დამარცხდა.
ზვერევმა ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში წაგებისთვის დაძაბულ ბრძოლაში რევანში აიღო.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ბასილაშვილმა პირველ წრეში სერბ დუშან ლაიოვიჩს (28) 3:6, 6:4, 6:4, ხოლო მეორეში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (35) 2:6, 6:2, 6:3 მოუგო.
მეოთხედფინალში ზვერევი ოჟე ალიასიმსა და კარენ ხაჩანოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.