8 აგვისტოს, მონრეალის მასტერსის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (16) მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანთან, ალეკსანდრ ზვერევთან დამარცხდა.
შეხვედრა ლამის სამი საათი გაგრძელდა და ბასილაშვილი მეტოქესთან ანგარიშით 5:7, 7:5, 6:7 დამარცხდა.
ზვერევმა ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში წაგებისთვის დაძაბულ ბრძოლაში რევანში აიღო.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ბასილაშვილმა პირველ წრეში სერბ დუშან ლაიოვიჩს (28) 3:6, 6:4, 6:4, ხოლო მეორეში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (35) 2:6, 6:2, 6:3 მოუგო.
მეოთხედფინალში ზვერევი ოჟე ალიასიმსა და კარენ ხაჩანოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
არ ვარ იმდენად ჩახედულო ჩოგბურთში, მაგრამ რასაც ვაკვირდები - არანაკლები მადლობა ეკუთვნის მწვრთნელს, რომელმაც აშკარად დაღვინებულ ჩოგბურთელად ჩამოაყალიბა, რომლისგანაც მსოფლიოს პირველი ჩოგანის (-ების) დამარცხება (ხშირი), სულ მალე არავის არ გაუკვირდება. და დაე მიზნად დაგესახოს მსოფლიოს ნ-1 ჩოგნობა. (მეეჭვება, რომ 2-3 წლის წინ ვინმეს წარმოედგინა ბასილაშვილის ასეთი პროგრესი. ჩემი აზრით ეხლა უფრო პატარა სხვაობაა მასსა და პირველ ჩოგანს შორის, ვიდრე მანამდე იყო სხვაობა - მასსა და ტოპ-10-ეულს შორის. )
და პ.ს
ისე ნიკას ჩაწოდება რთული შესასრულებელია და მაგიტომაც აქვს ამდენი შეცდომა.
გუშინ, რომ ვუყურებდი - ზვერევზე ნაკლები წარმატებული ჩაწოდება ქონდა მთლიანობაში, თუმცა მგონი ორჯერ მეტი მოგება ქონდა თავისი ჩაწოდებიდან. შესაბამისად მაგის გამო გაკიცხვა სისულელეა, უკეთ იცის მაგან და მაგისმა მწვრთნელმა ვისთან როგორი ტაქტიკით ითამაშოს.