ნიკოლოზ ბასილაშვილი ალეკსანდრ ზვერევთან ტაი-ბრეიკში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აგვისტოს, მონრეალის მასტერსის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (16) მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანთან, ალეკსანდრ ზვერევთან დამარცხდა.

შეხვედრა ლამის სამი საათი გაგრძელდა და ბასილაშვილი მეტოქესთან ანგარიშით 5:7, 7:5, 6:7 დამარცხდა.

ზვერევმა ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში წაგებისთვის დაძაბულ ბრძოლაში რევანში აიღო.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ბასილაშვილმა პირველ წრეში სერბ დუშან ლაიოვიჩს (28) 3:6, 6:4, 6:4, ხოლო მეორეში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (35) 2:6, 6:2, 6:3 მოუგო.

მეოთხედფინალში ზვერევი ოჟე ალიასიმსა და კარენ ხაჩანოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.


alt
-ბრეიკში დამარცხდა [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />ალექსანდრ ზვერევი: მონრეალში არასდროს წამიგია
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვამაყობთ შენით ნიკოლოზ! ყველა ქართველმა სპორცმენმა მაგალითი უნდა აიღოს შენგან, ძალიან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდი მაგრამ ჩემთვის მაინც გამარჯვებული ხარ! წინ დიდი გამარჯვებები გელის კიდევ უფრო თავდაუზოგავი ვარჯიშის შემდეგ. დარწმუნებული ვარ us open-ზე მაგარ შედეგს დადებ, წარმატებები!!!
გიგა
09 აგვისტო 2019 03:01
1
მე არ ვიცი, ვინ წერს ამ სტატიებს,მაგრამ ყოჩაღ თქვენ.ეხლა საქართველოში,ალბათ ღამის 3 საათია.მე ნიუიორკში ვცხოვრობ და აქ საღამოს 6 საათია.ბასილაშვილმა სულ ეხლახან წააგო და ვიღაც ღამის 3 ზე წერს სტატიას.საღოლ ძმაო თქვენ.სხვათაშორის,რასაც ვაკვირდები,სულ ასეა.აი მესმის ოპერატიულობა
ლევან
09 აგვისტო 2019 02:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული