ნიკოლოზ ბასილაშვილი ალეკსანდრ ზვერევთან ტაი-ბრეიკში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აგვისტოს, მონრეალის მასტერსის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (16) მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანთან, ალეკსანდრ ზვერევთან დამარცხდა.

შეხვედრა ლამის სამი საათი გაგრძელდა და ბასილაშვილი მეტოქესთან ანგარიშით 5:7, 7:5, 6:7 დამარცხდა.

ზვერევმა ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში წაგებისთვის დაძაბულ ბრძოლაში რევანში აიღო.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ბასილაშვილმა პირველ წრეში სერბ დუშან ლაიოვიჩს (28) 3:6, 6:4, 6:4, ხოლო მეორეში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (35) 2:6, 6:2, 6:3 მოუგო.

მეოთხედფინალში ზვერევი ოჟე ალიასიმსა და კარენ ხაჩანოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.


alt
-ბრეიკში დამარცხდა [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />ალექსანდრ ზვერევი: მონრეალში არასდროს წამიგია
მკითხველის კომენტარები / 12 /
ყოჩაღ ბასილაშვილს. ძალიან კარგად ითამაშა. ორივე ჩოგბურთელმა ყველაფერი ჩადო ამ თამაშში და ბასილაშვილმა შეიძლება წააგო ეს თამაში, თუმცა აჩვენა, რომ რეალურად არანაირი სხვაობა არ არის ზვერევსა და მას შორის. მთავარია ნიკამ სტაბილურობა შეინარჩუნოს და ტოპ 10-შიც შევა შემდეგი ერთი წლის განმავლობაში !
არ ვარ იმდენად ჩახედულო ჩოგბურთში, მაგრამ რასაც ვაკვირდები - არანაკლები მადლობა ეკუთვნის მწვრთნელს, რომელმაც აშკარად დაღვინებულ ჩოგბურთელად ჩამოაყალიბა, რომლისგანაც მსოფლიოს პირველი ჩოგანის (-ების) დამარცხება (ხშირი), სულ მალე არავის არ გაუკვირდება. და დაე მიზნად დაგესახოს მსოფლიოს ნ-1 ჩოგნობა. (მეეჭვება, რომ 2-3 წლის წინ ვინმეს წარმოედგინა ბასილაშვილის ასეთი პროგრესი. ჩემი აზრით ეხლა უფრო პატარა სხვაობაა მასსა და პირველ ჩოგანს შორის, ვიდრე მანამდე იყო სხვაობა - მასსა და ტოპ-10-ეულს შორის. )
ნიკო
09 აგვისტო 2019 11:50
2
ასეთია ბასილაშვილი თავისი პირველი მოწოდებით,აგრესიული თამაშით რომელსაც ლამაზ გათამაშებებთან ერთად ბევრი უნებლიე შეცდომებიც ახლავს.ამაზე უკეთესი ჩვენ არა გვყავს ამიტომ ვუგულშემატკივროდ.თან მაგარი პატრიოტი.მარტო ის რად ღირდა ჰამბურგის მოგების დაჯილდოვებაზე ქართულად რომ მოგვმართა.
ამაშია საქმე
10 აგვისტო 2019 12:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული