მონრეალში მიმდინარე მასტერსზე ჩოგბურთში დომინიკ ტიმისა და მარინ ჩილიჩის მატჩის წინ სახალისო ეპიზოდი მოხდა.
შეხვედრის დაწყებამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი, ავსტრიელი და ხორვატი ჩოგბურთელები ხურდებოდნენ და ერთ-ერთი ეპიზოდში ტიმმა ბურთი გულშემატკივრის მობილურ ტელეფონს მოარტყა.
თუ კადრებით ვიმსჯელებთ, გულშემატკივარს საკუთარი სმარტფონის ვიდეოკამერა ჩართული უნდა ჰქონოდა და წესით, საინტერესო კადრი უნდა დაეფიქსირებინა.
საბედნიეროდ, მობილური ტელეფონი გატეხვას გადაურჩა და დომინიკმაც მაშინვე მოუბოდიშა გულშემატკივარს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალეკსანდრ ზვერევთან ტაი-ბრეიკში დამარცხდა [VIDEO]