ირლანდიური პაბის მფლობელმა კონორის ვისკი უნიტაზში ჩაასხა [VIDEO

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფლორიდაში, ირლანდიური პაბის, Salty Shamrock-ის მფლობელმა შონ რაისმა ირლანდიელი მებრძოლის საფირმო ვისკი Proper 12 უნიტაზში ჩაასხა, რაშიც მას პაბის თანამშრომლები დაეხმარნენ.

"უღირსი საქციელი, რომელსაც ჩვენ მხარს არ ვუჭერთ. მიდით, მეგობრებო, ჩაასხით, ამ ვისკის ადგილი სწორედაც ტუალეტია, ჯანდაბას Proper 12.

ჩვენთან ეს ვისკი აღარ გაიყიდება. მოვუწოდებ ირლანდიური პაბის ყველა მფლობელს, იგივე გააკეთეთ თქვენც", - ამბობს რაისი "ფეისბუქის" ლაივ-ვიდეოში.

რაისი საქციელის მიზეზი კონორის მოქმედება გახდა, ირლანდიელმა მებრძოლმა დუბლინის ერთ-ერთ პაბში ასაკოვან მამაკაცს დაარტყა და ეს ვიდეოკადრები მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი უქნიათ! როცა სხვის რელიგიას,კულტურას ეხები და გარემოცვას შეურაცხყობ უარესი გეკუთვნის.
კარგით რა
21:55 19-08-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული