31 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (15) გერმანელ დომინიკ კოპფერთან (118) 3:6, 6:7, 6:4, 1:6 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
განსაკუთრებით დასანანი ნიკოლოზის მიერ მეორე სეტის დათმობა იყო, რომელსაც 4:1-ს იგებდა, მესამე სეტში გამარჯვების შემდეგ, თამაშის შემოტრიალების იმედი გაჩნდა, მაგრამ მეოთხე სეტში უშანსოდ დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ბასილაშვილმა უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (65) 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3, ხოლო მეორეში ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის (394) 3:6, 7:6, 7:5, 6:2 მოუგო.
კოპფერმა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და მეოთხე წრეში სავარაუდოდ, საუცხოო ფორმაში მყოფ დანილ მედვედევს დაუპირისპირდება, რომელიც ესპანელ ფელიციანო ლოპესს ხვდება.