US OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილი ოთხ სეტში კოპფერთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (15) გერმანელ დომინიკ კოპფერთან (118) 3:6, 6:7, 6:4, 1:6 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

განსაკუთრებით დასანანი ნიკოლოზის მიერ მეორე სეტის დათმობა იყო, რომელსაც 4:1-ს იგებდა, მესამე სეტში გამარჯვების შემდეგ, თამაშის შემოტრიალების იმედი გაჩნდა, მაგრამ მეოთხე სეტში უშანსოდ დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ბასილაშვილმა უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (65) 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3, ხოლო მეორეში ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის (394) 3:6, 7:6, 7:5, 6:2 მოუგო.

კოპფერმა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და მეოთხე წრეში სავარაუდოდ, საუცხოო
ფორმაში მყოფ დანილ მედვედევს დაუპირისპირდება, რომელიც ესპანელ ფელიციანო ლოპესს ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ყველა ვისთანაც წელს წააგო ბასილამ ოჟე ალიანსი,ლონდერო,ევანსი,ბარეტინი ასეულს მიღმა ტენისისტები ,შემდეგ ძლივს გააჩერეესწ ათეულის მხეცებმა და ასეულში დამკვიდრდენ.ეხლაც ნახეთ რა ომი გადაიტანა მედვედევმა უცნობი გერმანელისგან?ასე რომ ტოტოს მოყვარულებო მოეშვით ბასილას ძაგებას მხოლოდ იმიტომ რომ მან ამომავალ მხეცებთან წააგო!
თამაზი
08:27 02-09-2019
2
ეს მე18 თუ მე17 ჩოგანი როგორაა ძალიან მიკვეირს.ტიპი მერვედფინალშიც არ გასულა არცერთ დიდ სლემზე...როგორ ადგენენ ამ რეიტინგს,საოცრებააა...
gocha
17:38 31-08-2019
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული