რატომ არ ითამაშებს ნიკოლოზ ბასილაშვილი დევისის თასზე? - ნაკრების კაპიტნის პასუხი

AutoSharing Option
13-14 სექტემბერს საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასზე მასპინძელ ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

თასის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად არ იასპარეზებდა. მიზეზის გასარკვევად საქართველოს ნაკრების კაპიტანს, დავით კვერნაძეს დავუკავშირდით.

- როგორც მოგეხსენებათ, ბასილაშვილს ძალიან ბევრი ქულა აქვს წლის ბოლოს დასაცავი. მას თავისი კალენდარი აქვს შედგენილი თავის მწვრთნელთან ერთად. შესაბამისად, ამის გამო ვერ ითამაშებს.

- ანუ ტრავმასთან არ გვაქვს საქმე?
- არა, არანაირად. ტრავმა ჰქონდა წლის დასაწყისში.

- ზოგადად, როგორი სისტემაა ჩოგბურთში, როგორც სხვა სპორტშია, სპორტსმენი არ არის ვალდებული, ითამაშოს ეროვნულ ნაკრებში?
- არა,
როგორც მოგეხსენებათ, ნაკრებში ნადალიც არ თამაშობს. შარშან, მაგალითად, ჯოკოვიჩმაც არ ითამაშა. ყველა სპორტსმენი თვითონ წყვეტს თავის კალენდარს.

სამ წელიწადში ერთხელ სავალდებულოა, რომ ოლიმპიადაზე წასვლის წინ ნაკრებში ითამაშოს. იქითა წელს ვალდებულია, რომ მონაწილეობა მიიღოს, რათა ოლიმპიადაზე წავიდეს - სხვა შემთხვევაში, ვერ წავა. რა თქმა უნდა, ეს თავისი გადასაწყვეტია, თუ უნდა, რომ ოლიმპიადაზე იასპარეზოს.

- რა მოლოდინები გვაქვს წელს დევისის თავზე?
- ძალიან უკან ვართ, მოგეხსენებათ. მეტოქეს 54-ე ჩოგანი ჰყავს პირველი ნომერი, მეორეც ჩვენზე ძლიერია. მცირე იმედები გვაქვს. ფავორიტები ვართო, ვერ გეტყვით.

altსაქართველო დევისის თასზე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე იასპარეზებს

მკითხველის კომენტარები / 23 /
ტყუილად ნუ ავალდებულებთ. სადაც ასპარეზობს იქიდან უფრო ასახელებს საქართველოს.
...
04 სექტემბერი 2019 13:35
13
მან ყველაფერს თავისი შრომით მიახცია და თვითონ გადაცყვეტს როგორ მოიქცეს ,არავისთან დავალებული არაა ,უპატიოსნესი და თამდაბალი პიროვნებაა და შედარებები არა საჩირო
გოგა
04 სექტემბერი 2019 14:37
13
ჩოგბურთს აზრზე რომ არ ხართ სისულეებს ნუ წერთ. ნიკა დღეს რეიტინგში მე-16-ა, დასაცავი აქვს პეკინის შარშანდელი ტურნირი, ჭირდება მაგარი მომზადება, თორემ ბევრ ქულას დაკარგავს და ოცეულიდან ამოვარდება. ამიტომ სანამ პრაფესორობას დაიწყებთ ჯერ კარგად გაერკვიეთ ჩოგბურთის თემებში. ბასილაზე დიდი ჩოგბურთელი დამოუკიდებელ საქართველოს ჯერ არ ჰყოლია.
გიგა
04 სექტემბერი 2019 17:58
7
როცა სამშობლოს სახელია დასაცავი (ვიღაც ბუმბუ-ტრუმბუ სახელმწიფოებმა რომ არ გადაგვიარონ ჩოგბურთში მაინც), აი მაშინ ყველა რეიტინგის და ქულების დედაც ვატირე.
SL
05 სექტემბერი 2019 16:04
5
კარგით რა ნუ პროფესორობთ აქ და ნუ გამოხვედით ყველა პატრიოტები. ამ კაცმა თავისი საქმე უკეთ იცის და ჯერ ჯერობით ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდის. ასე რო უფრო წინსვლა და წარმატებები ვუსურვოთ ნიკოლოზს. დევისის თასი არა ჩვენც არ გავხდეთ ეხლა მსოფლო ჩემპიონები.
გოგა
04 სექტემბერი 2019 22:00
4
რა დროს დევისის თასია.აღარავის არ აინტერესებს.

Atp რეიტინგით გაცილებით უკეთ დაეხმარება ქვეყანას და გაგვახარებს ვიდრე ამ თასით

არც კი მახსოვს ვინ მოოგო ბოლო წლებში ეგ ტურნირი.

ოლიმპიადა სხვა ამბავია და მანდ მინდა რომ მოხვდეს
გოგა
04 სექტემბერი 2019 17:58
9
რას ავალდებულებთ, რო გამოვიდეს ნაკრებში რა? ისევ მარტო უნდა ითამაშოს, დანარჩენი არცერთი ჩოგბურთელი არაა ნიკოს დონის. იქ უფრო ასახელებს საქართველოს სადაც თამაშობს და პატივი ეცით, ვინც წერთ ნაკრები გკიდიაო და პატივს აღარ გცემო, რომელი ხართ საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების ერთ თამაშზე მაინც ნამყოფი?!
.
04 სექტემბერი 2019 16:26
8
გალაქტიონა,შენი კომენტია ეს?
გია
04 სექტემბერი 2019 17:07
2
გალაქტიონობამდე ბევრი მიკლია მაგრამ ლევანი ვარ ჭანუყვაძე :D
გიას
04 სექტემბერი 2019 23:05
0
ვინც ამის გამო ნიკას აკრიტიკებს, საერთოდ აზრზე არაა ჩოგუბრთის სპეციფიკის და ჯობია საერტოდ შეეშვას ამ სპორტის ყურებას.
გუგა
04 სექტემბერი 2019 17:38
8
კალენდარის შედგენამდე ხომ იცოდა ნაკრების თამაშების თარიღი? კიდია ტიპს საქრთველოს რეიტინგი და პირადი რეიტინგი აინტერესებს მხოლოდ...

აღარ მაინტერესებს შენი წარმატება-წარუმატებლობა, პირადს მიხედე...
sormona
04 სექტემბერი 2019 14:24
24
ეს ჩოგბურთია, ATP რეიტინგი მნიშვნელოვანია ვიდრე ეს ნაკრები. ამ რეიტინგში წინ წაწევით ასახელებს ქვეყანას.
ლევანი
04 სექტემბერი 2019 21:57
2
ესეიგი მთავარი პირადია, ნაკრები ერთ ადგილზე მკიდიაო.გორგოძე ავიღით,აი რა განსხვავებაა რაგბს და ერთი ადგილის მიმცემ ჩოგბურთელებს და ფეხბურთელებს შორის.
ქომაგი
04 სექტემბერი 2019 13:41
45
უზომოდ შორს ხარ ამ სპორტისგან!! ჭადრაკს მიაწექი ან ბატუტზე ხტომას , ჩოგბურთი არაა შენი საქმე მეგობარო
გგ
04 სექტემბერი 2019 15:07
9
შEნ უკბინე ფეხბურთს მყესზე
shen ukbine
04 სექტემბერი 2019 16:10
5
აა, საქმეები თუ აქვს, ჰოო.
ვვვ
04 სექტემბერი 2019 15:01
16

სიახლეები პოპულარული