საოცარი გათამაშება US Open-ზე ნადალისა და შვარცმენის მონაწილეობით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 5 სექტემბრის დილით გამართულ US Open-ის 1/4-ფინალში, ერთმანეთის წინააღმდეგ არგენტინელი და ესპანელი მეგობრები - დიეგო შვარცმენი (21) და ჩოგბურთის ლეგენდა რაფაელ ნადალი (2) დაუპირისპირდნენ და ბევრ საინტერესო მომენტთან ერთად, ერთი ძალიან გამორჩეული გათამაშებაც შემოგვთავაზეს.

მატჩში გამარჯვება რაფაელ ნადალს დარჩა. ესპანელმა მეტოქე 3 სეტში დაამარცხა  - 6:4, 7:5, 6:2. ეს ჩოგბურთელების მე-7 შეხვედრა იყო და 7-ვე რაფას აქვს მოგებული.

არგენტინელმა ჩოგბურთელმა ამერიკის ღია ჩემპიონატზე 2017 წელს მიღწეული თავისი საუკეთესო შედეგი გაიმეორა და მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა, რის შედეგადაც რეიტინგშიც 6 პოზიციით
დაწინაურდება და ორშაბათიდან მსოფლიოს მე-15 ჩოგანი იქნება.

რაფას კი US Open-ი 3-ჯერ აქვს მოგებული - 2010, 2013 და 2017 წლებში. ამ წელსაც გამარჯვების შემთხვევაში რაფა მე-19 დიდ სლემს მოიგებს, როჯერთან ჩამორჩენას 1 სლემამდე შეამცირებს, რეიტინგში 9225 ქულა ექნება და 1-ელ ადგილზე მყოფ ჯოკოვიჩთან ჩამორჩენა მხოლოდ 600 სარეიტინგო ქულა იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული