მარიამ ბოლქვაძე WTA-ს რეიტინგში 46 საფეხურით დაწინაურდა

AutoSharing Option
21 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე WTA-ს რეიტინგში 46 საფეხურით დაწინაურდა და ახლა მსოფლიოს 156-ე ჩოგანი გახდა.

მარიამის ეს წინსვლა ამერიკის ღია ჩემპიონატის მეორე წრეში გასვლამ გამოიწვია, სადაც, მართალია, მსოფლიოს მეორე ჩოგან კაროლინა პლიშკოვასთან დამარცხდა, თუმცა მეორე სეტი საკმაოდ კარგად ჩაატარა.

1-საფეხურიანი წინსვლა აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილს და ახლა მე-17 ადგილს იკავებს. ბასილაშვილმა US Open-ზე ქულები დაკარგა, თუმცა რეიტინგში მის წინ მყოფი ჯონ ისნერი 6 საფეხურით დაქვეითდა, ხოლო ხუან მარტინ დელ პოტრო - 55 საფეხურით. ამ მოვლენებმა ნიკოლოზის წინსვლა განაპირობა.

ბოლქვაძე WTA-ს რეიტინგში 46 საფეხურით დაწინაურდა" style="height: 50px; width: 50px;" />მარიამ ბოლქვაძე WTA-ს საიტის პირველ გვერდზე - "ის არსაიდან მოვიდა და დიდი სცენისთვის მზად არის"

altავსტრალიელი მსაჯის ქართული მადლობა მარიამ ბოლქვაძეს [VIDEO]

altნიკოლოზ ბასილაშვილი წლის ბოლოს ოპერაციას გაიკეთებს - 4 აგვისტოს დაიჯესტი

მკითხველის კომენტარები / 4 /
შენ რაიცი რაში ვერკვევი და რაში არა, ჩემთვის ეროვნული ნაკრებია უმთავრესი!!! დღეს არგუმენტებს ეძებთ იმისთვის რომ პირადი კეთილდღეობისკენ სწრაფვა გაამართლოთ როგორმე, თურმე თავის თავზე როცა ფიქრობს მაშინ უფრო ასახელებს ქვეყანას...

მე არ მჯერა ამის და ვისაც გჯერათ ერთ მშვენიერ დღეს რომ არცერთი პროფესიონალი არ გამოვიდეს ქვეყნის სახელით მერე რას იტყვით???

გავაუქმოთ საერთოდ ჩვენი ქვეყნის ნაკრები ჩოგბურთში, რა საჭიროა???
sormona
11 სექტემბერი 2019 01:07
4
იქნებ გორგოძე გაამტყუნო ნაკრები, რომ დატოვა???!!! იქნებ ზირაქაც გაამტყუნო იგივე საქციელზე???!!! ვეღარ ქაჩავს ეს ხალხი ორივე ფრონტზე ბრძოლას!!! რომელ ნაკრებზეა ლაპარაკი, ზრდილობის გამო რომ უნდა ითამაშოს მხოლოდ???!!! თავიდანვე წამგებიან სიტუაციაში რომ იმყოფება???!!!! ნიკას თავისი კალენდარი , მთელი წელი დაგეგმილი აქვს და ატპ სანაკრებო შეხვედრებს და მის ( ნაკრების) კალენდარს ყურადღებას არ აქცევს!!! ნიკაზე დიდ ქართველად ნუ ჩათვლი თავს, ამ კაცმა რაც გააკეთა, ქართული სახელმწიფოს დახმარებია გარეშე სახეზეა!!! პლუს ტრავმა აწუხებს, ოპერაციაზეა ლაპარაკი!!!
დათო
13 სექტემბერი 2019 12:17
1
არ გეწყინოს, მარა მაგრად ბოდიალობ, როცა ვერ ერკვევი რამეში არაა აუცილებელი კომენტარის დატოვება.
გუგა
10 სექტემბერი 2019 17:22
4
ბასილაშვილი რომელი, ნაკრები რო კიდია და თავის თავზე ფიქრობს მარტო?
sormona
10 სექტემბერი 2019 16:29
50

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული