საქართველო ATP Cup-ში მონაწილეობას მიიღებს - ბასილაშვილი დარეგისტრირდა

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 სექტემბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო ახალ ტურნირზე ATP Cup-ზე მიიღებს მონაწიეობას. 13 სექტემბერი განაცხადების შეტანის ბოლო დღე იყო.

ტურნირი 2020 წლის იანვარში ავსტრალიის სამ ქალაქში გაიმართება - სიდნეიში, ბრისბენში და პერთიში. ამ ტურნირში 24 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას და ესენი ATP-ს რეიტინგის ლიდერი ჩოგბურთელების ქვეყნები იქნება. საქართველოს სიაში მე-14 ნომრითაა და ავსტრალიაში ბასილაშვილთან ერთად ალექსანდრე მეტრეველიც იასპარეზებს.

თუმცა კიდევ ერთი პრობლემაა, როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილმა განაცხადა სეზონის ბოლოს ხელზე ოპერაციის გაკეთებას გეგმავს. ტურნირი კი იანვარშია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ
მცირე დროში ქართველმა ჩოგბურთელმა რეაბილიტაცია მოახდინოს.

რაც შეეხება ATP Cup-ის რიგითი პირველი ტურნირის საპრიზო ფონდს ის 22 მილიონი ავსტრალიური დოლარია და 750 ქულის დაგროვების საშუალებას იძლევა.

ტურნირის სტარტზე ჯგუფური ეტაპი იქნება, სადაც ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფი შედგება, ჯგუფში ორი ინდივიდუალური დაპირისპირება და ერთიც წყვილებს შორის შეხვედრა შედგება. მეოთხედფინალში ჯგუფებიდან საუკეთესო პირველადგილოსნები გავლენ და ამავდროულად ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი.

კენჭისყრა 16 სექტემბერს გაიმართება.

altრატომ არ ითამაშებს ნიკოლოზ ბასილაშვილი დევისის თასზე? - ნაკრების კაპიტნის პასუხი

altდევისის თასი: მეტრეველმა მოიგო, ცივაძემ წააგო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული