ტიტულის დასაცავად ბრძოლა დაიწყო - ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინის ტურნირის მეორე წრეში გავიდა

AutoSharing Option
1-ელ ოქტომბერს ქართველმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს მე-17 ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ტურნირის პირველ წრეში არგენტინელი გუიდო პელა (22) ორ სეტში 6:4, 7:6 დაამარცხა.

ნიკოლოზმა შეხვედრაში მეტოქის მოწოდებაზე 2 გეიმი მოიგო, თავად მხოლოდ 1 დათმო საკუთარ მოწოდებაზე, რაც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისათვის. თუმცა, უნდა დავამატოთ, რომ პირველ სეტში ბასილაშვილი გაცილებით უფრო დამაჯერებელი იყო და პელას ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია.

მეორე ტურში ნიკოლოზი მსოფლიოს მე-7 ჩოგანს, ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება, რომელმაც დუშან ლაიოვიჩი (29) 3 სეტში დაამარცხა - 4:6, 6:3, 6:4. ბასილაშვილი და ციციპასი
ერთმანეთს ერთხელ შეხვდნენ ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე და ბერძენმა ნიკოლოზის დამარცხება 4 სეტში მოახერხა.

მოგეხსენებათ, ნიკოლოზი პეკინის ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და ტიტულის დასაცავად თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მე კი მინდა, მარა ვერ მოუგებს, ვერააა
ვასო
00:12 02-10-2019
6
იქნებ ვინმემ იცით, ნიკამ ლოტოსთან გაწყვიტა ურთიერთობა???!!! დღეს ყოველგვარი ლოგოების გარეშე იყო!!!
დათო
19:52 01-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული