ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ტიტული ვერ დაიცვა და მსოფლიოს მე-7 ჩოგანთან დამარცხდა

AutoSharing Option
3 ოქტომბერს საქართველოს პირველმა და ჯერ კიდევ მსოფლიოს მე-17 ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე ჩემპიონის სტატუსის დაცვა ვერ მოახერხა და მეორე წრეში მსოფლიოს მე-7 ჩოგან სტეფანოს ციციპასთან 3 სეტში 6:4, 3:6, 2:6 დამარცხდა.

ნიკოლოზმა პირველ სეტში 1 გეიმი მოიგო მეტოქის მოწოდებაზე და ეს საკმარისი აღმოჩნდა სეტში გასამარჯვებლად. თუმცა მეორე სეტიდან შეცდომებმა იმატეს. ბასილაშვილმა მეორე სეტის მე-4 გეიმში 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა და ფაქტობრივად, სეტის წაგებად დაუჯდა. მესამე სეტში კი ისევ შეცდომებით წააგო.

ამ მარცხის შემდეგ ნიკოლოზი განახლებულ რეიტინში, დიდი ალბათობით,
მსოფლიოს 26-ე ჩოგანი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ციციპასს არ მოუგია!!! ნიკამ წააგო ნიკასთან!!! დასანანია ასეთი თამაშის დათმობა!!!
დათო
15:14 03-10-2019
5
რა პანაშვიდებს აწყობთ აქ ზოგიერთები???!!! რა უიმედობა დაგემართათ???!!! თამაშს თუ უყურეთ ნიკა გაცილებით უკეთესი იყო!!! ყველაფერი უნდა მოიგოს , თუ როგორ არის თქვენი საქმე???!!! იმის მაგივრად რეალურად შეაფასოთ დღევანდელი ნიკას გამოსვლა და აღნიშნოთ, რომ მართლაც ჯობდა, აქ დგეხართ და ტირიხართ!!! რა დაინახეთ ისეთი, რომ ყველაფერი მორჩა???!!! ამ დროს საქმე პირიქითაა, დღევანდელი თამაშით ნიკამ დაამტკიცა,რომ ყველაფერი წინ აქვს!!!
დათო
21:48 03-10-2019
2

სიახლეები პოპულარული