ხანძარმა Australian Open-მდეც მიაღწია - სერბმა გოგონამ თამაში ცუდი ჰაერის გამო ვერ განაგრძო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრალიის კონტინენტზე მომხდარმა და ჯერ კიდევ მიმდინარე ხანძარმა უდიდესი ზიანი მიაყენა ცოცხალ სამყაროს და მისი შედეგები უკვე ხელს ჩოგბურთში ავსტრალიის ღია ჩემპიონატს უშლის.

სულ ცოტა ხნის წინ სერბმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს 82-ე ჩოგანმა დალილა იაკუპოვიჩმა შეხვედრის გაგრძელება ვერ მოახერხა  - გოგონას ცუდი ჰაერის გამო ხველა აუტყდა და შეხვედრა, რომელსაც იგებდა, მიატოვა.

"საშინელება იყო. ასეთი რამ არასდროს დამმართნია, ძალიან შემეშინდა. მეგონა, გონებას დავკარგავდი. მუხლებზე იმიტომ დავეცი, რომ ნაბიჯების გადადგმა აღარ შემეძლო. ცხოვრებაში ასთმა არასდროს მქონია.

მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი უსამართლობაა და მოთამაშეების
ჯანმრთელობას აყენებს ზიანს. გაკვირვებული გახლდით, მეგონა, დღეს არ გვათამაშებდნენ, თუმცა არჩევანი არ დაუტოვებიათ. კორტზე გასვლაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაგვაჯარიმებდნენ. იქნებ ხვალამდე დაცდა აჯობებდა, სანამ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა?" - განაცხადა იაკუპოვიჩმა მოგვიანებით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული