თვალცრემლიანი ნიკ კირიოსი ნადალთან მატჩისას კორტზე კობი ბრაიანტის მაისურით გამოვიდა [PHOTO]

AutoSharing Option
მსოფლიოს 26-ე ჩოგანი ნიკ კირიოსი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის 1/8-ფინალურ მატჩში რაფაელ ნადალის წინააღმდეგ კორტზე კობი ბრაიანტის მაისურით გამოვიდა.

კირიოსი, რომელიც ძირითადად ესთეტიკური სტილითა და არაორდინარული, ხშირად არასერიოზული მოქმედებებით არის ცნობილი, ცრემლებს ვერ იკავებდა.

Sportall.Ge

თავად შეხვედრა კი რაფაელ ნადალმა მოიგო. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ავსტრალიელ მოწინააღმდეგეს 4 სეტში აჯობა - 6:3, 3:6, 7:6, 7:6.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული