ლებრონის რეაქცია კობის სიკვდილზე - ბრაიანტმა ბოლო "ტვიტი" ჯეიმსს მიუძღვნა - 26 იანვრის დაიჯესტი [VIDEO]

AutoSharing Option
1. ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კობი ბრაიანტი დაიღუპა. მასთან ერთად 13 წლის ქალიშვილიც დაიღუპა.

2. ქართველი მორაგბე საფრანგეთში ავტოავარიაში დაიღუპა.

3. ყაზანის "რუბინი" ორმა ქართველმა დატოვა.

4. ჰაცუ ბაშოს XV-ე დღეს ტოჩინოშინმა "მოგებული" ბრძოლა წააგო. ბაშო 33 წლის მე-17 მაეგაშირამ მოიგო და ცრემლები ვერ შეიკავა.

5. ცენტრიდან გატანილი გოლი, 2 პენალტი, 2 წითელი ბარათი და 0:7 - "ატალანტა" საოცრებებს სჩადის.

6. "ჰადერსფილდის" ყოფილ ფეხბურთელს სიკვდილამდე სცემეს.

7. თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და "ბასკონიას" მარცხი.

8. უსახური თამაშით "რეალმა" "ვალიადოლიდს" სძლია და გალიდერდა.

9. ნეაპოლელებმა სარის შარვალჩახდილი, კუზიანი და ნაბიჭვარი უწოდეს და "იუვენტუსიც" დაამარცხეს.

10. ლაუტარომ და კონტემ მსაჯზე გაიწიეს - "ინტერი" ზედიზედ მესამე ფრეს დასჯერდა.

11. "ანორთოსისი" უახლოეს მდევართან დამარცხდა - ქეცბაია წამყვანი ფეხბურთელების დაბრუნებას ელის.

12. გაბრიელ რამოსმა ბათუმის "დინამო" დატოვა.

13. ლიონელ მესიმ საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა.

14. "ლოს ანჟელეს ლეიკერსის" ფორვარდმა და კალათბურთის ლეგენდა ლებრონ ჯეიმსმა თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ კობი ბრაიანტის დაღუპვის გამო ცრემლები ვერ შეიკავა. ბრაიანტმა "ტვიტერზე" ბოლო პოსტი სწორედ ლებრონ ჯეიმსს მიუძღვნა. ლებრონმა NBA-ში მოპოვებული ქულებით კობის გადაასწრო და "მამბამ" თავის მეგობარს ეს ამბავი მიულოცა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული