გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ

AutoSharing Option
ჰელსინკიში დასრულდა ფედერაციის თასის ჯგუფური ეტაპის მატჩები. საქართველოს ნაკრები "ა" ჯგუფში ტუნისთან, ისრაელთან და მოლდოვასთან ერთად ასპარეზობდა.

4 თებერვალს საქართველოს ნაკრები ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდა. ეკატერინე გორგოძემ და მარიამ ბოლქვაძემ ერთეულთა თანრიგში მოწინააღმდეგეები დაამარცხეს. სამწუხაროდ, ოქსანა კალაშნიკოვამ და ზოზია ქარდავამ წყვილთა თანრიგში გამარჯვება ვერ მოიპოვეს და პირველი საასპარეზო დღე 2:1 საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

5 თებერვალს ქართველმა სპორტსმენებმა მოლდოვის ნაკრები მშრალი ანგარშით დაამარცხეს. ეკატერინე გორგოძე და მარიამ ბოლქვაძე კვლავ ერთეულთა თანრიგში მონაწილეობდნენ, ხოლო წყვილთა მატჩი ახალგაზრ
და მარიამ დალაქიშვილმა და ზოზია ქარდავამ გამართეს და მოწინააღმდეგეები 2 სეტში დაამარცხეს.

6 თებერვალს საქართველოს ნაკრები მესამე გუნდს, ტუნისის ნაკრებს დაუპირისპირდა. ეკატერინე გორგოძემ ერთეულთა თანრიგში კვლავ იმარჯვა და მოწინააღმდეგე 6:1, 6:3 დაამარცხა. ტუნისელ ჩოგბურთელთან გამკლავება მარიამ ბოლქვაძემ ვერ შეძლო, ხოლო წყვილთა გათამაშებაში ოქსანა კალაშნიკოვამ და ეკატერინე გორგოძემ გაიმარჯვეს და საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

დღეს, 7 თებერვალს, პლეი-ოფის მატჩები გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თუ ქართველებმა ფინელების დამარცხება შეძლეს, საქართველოს ქალთა ნაკრები დაწინაურდება და ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფიდან პირველ ჯგუფში გადაინაცვლებს.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ფინეთიც გააფრჩაკეს ჩვენმა გოგოებმა!!!
მწვრთნელი
15:07 08-02-2020
0
წარმატებები გოგოები :*
გიორგი
13:30 07-02-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული