ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს ნაცნობი, თუმცა რთული მეტოქით იწყებს

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 28-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ხვალ, 11 თებერვლიდან როტერდამის შეჯიბრზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს და მისი მეტოქე მსოფლიოს მე-15 ჩოგანი, რუსი ანდრეი რუბლიოვი იქნება.

ნიკოლოზი 22 წლის რუბლიოვს კარიერაში 3-ჯერ შეხვდა და მისი დამარცხება ორჯერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ სამივე შეხვედრა ჩოგბურთელებმა 2019 წელს გამართეს.

პირველ მატჩში დოჰას ტურნირზე ბასილაშვილმა რუსი მეტოქე ორ სეტში დაამარცხა - 6:3, 6:54, მეორე მატჩი კი ნიკოლოზისთვის გამორჩეული იყო. ქართველმა ჩოგბურთელმა ჰამბურგის 3-სეტიან ფინალში (7:5, 4:6, 6:3) სძლია რუბლიოვს და კარიერაში ATP-ის მესამე ტიტული მოიგო.
ცინცინატის მასტერსზე გამართულ ბოლო მატჩში რუსმა ბასილაშვილს 3 სეტში აჯობა - 6:7, 6:4, 6:2.

ნიკოლოზისა და რუბლიოვის მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული. რუბლიოვის დამარცხების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი ბარერესა და ბუბლიკს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

აღნიშნული ტურნირისა და მასში ნიკოლოზის გამოსვლის შესახებ ქვევით მოცემულ სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რთული მეტოქით იწყებს ნამდვილად!!! რუბლიოვმა ეს სეზონი ძალიან კარგად დაიწყო!!! ორი ATP 250 ტურნირი მოიგო!!! AO -ეს მეოთხე წრეში გამოეთიშა!!! ასე , რომ მეტოქე ძლიერია!!! თუ ორი წრე გაიარა ნიკამ, შედეგ დიდი ალბათობით მედვედევს შეხვდება!!! მოკლედ დიდი ბრძოლა მოუწევს!!! წარმატებებს გისურვებთ ნიკა!!!
დათო
14:35 10-02-2020
0
რეალობას თუ გავუსწორებთ თვალებს ნიკას მოგების შანსი 20 პროცენტზე მეტი არ არის.
!!!!!!!!
17:20 10-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული