რიოს დროით ორშაბათს, თბილისის დროით კი სამშაბათს, 18 თებერვალს, რიოს ტურნირის პირველ წრეში 16 წლის ესპანელმა კარლოს ალკარასმა კარიერაში პირველი მატჩი ჩაატარა ATP-ის ტურნირზე და მსოფლიოს 41-ე ჩოგანს, თანამემამულე ალბერტ რამოს-ვინოლასს 3 სეტში მოუგო - 7:6, 4:6, 7:6.
კარლოსი ამჟამად მსოფლიოს 406-ე ჩოგანი გახლავთ და მისი მწვრთნელი მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერი ხუან კარლოს ფერერო გახლავთ. ალკარასს ერთი მიღწევა აქამდე ჰქონდა დაფიქსირებული - შარშან, 15 წლის ასაკში მოუგო Next Generation ATP Finals-ის (21 წლამდე საუკეთესო ჩოგბურთელთა შემაჯამებელი ტურნირი, 7 საუკეთესო რეიტინგით
ხვდება, 1 "უაილდ ქარდით") გამარჯვებულ იანიკ სინერს ალიკანზე ჩელენჯერის ტურნირზე და 2003 წელს შემდეგ დაბადებული პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ამ დონეზე შეხვედრის მოგება შეძლო.
"ჩემი სტილი, მეტ-ნაკლებად, როჯერ ფედერერისას ჰგავს. მე მიყვარს აგრესიულად თამაში, "ვინერსების" მოპოვება. ხშირად გავდივარ ბადესთან და დამოკლებულ დარტყმებსაც ხშირად მივმართავ", - ამბობს ალკარასი, რომლის მწვრთნელის აზრითაც, საუკეთესოებში მოსახვედრად ახალბედას 2-3 წელი დასჭირდება.
რიოს ტურნირის მეორე წრეში ალკარასი არგენტინელ ფედერიკო კორიას(116) შეხვდება.
მომზადებული ATPtour.com-ის მიხედვით