19 წლის ზურა ტყემალაძემ იბრძოლა... საქართველო დამარცხდა

AutoSharing Option
დევისის თასის ევრო/აფრიკული ზონის მეორე ლიგისსაქართველოსა და ესტონეთს შორის პლეი-ოფის დაპირისპირების მეოთხე შეხვედრაში 19 წლის ზურა ტყემალაძე კრისტიან ტამს დაუპირისპირდა და 3 სეტში დათმო შეხვედრა - 3:6, 6:2, 5:7.

პირველი სეტი ახალგაზრდა ქართველმა საკმაოდ სუსტად დაიწყო და ესტონელმა 3:0 წაიყვანა ანგარიში. შემდგომ გეიმებში თამაში გათანაბრდა და მე-5 გეიმში ზურას 3 ბრეიკ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ მათი გამოყენება ვერ მოახერხა და ესტონელმა სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:3.

მეორე სეტში კი ქართველი ჩოგბურთელი აშკარად ჯობდა მეტოქეს. ტამი ახალგაზრდა, შემტევი, shoot and miss
ტიპის ჩოგბურთელია, რომელიც ბევრ შეცდომას უშვებს. ზურა კი, ძალიან სწორი ტაქტიკა დაუპირისპირა გაცილებით ათლეტურ მოწინააღმდეგეს და მის მოწოდებაზე 2 გეიმის მოგება შეძლო. მე-8 გეიმში ტყემალაძის ბრეიკ-პოინტზე ტამმა ჩაწოდებისას ხაზს დაადგა ფეხი და ქართველმაც სეტი მოიგო - 6:2.

მესამე სეტი გულისამაჩქარებლად დაიწყო. მეორე გეიმში, 1:0-ზე, ზურას 4  ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ესტონელმა მაინც დაიტოვა გეიმი. 3:3-ზე კი, პირველი სისხლი დაიღვარა, ზურამ საკუთარი მოწოდება წააგო, თუმცა მე-8 გეიმშივე უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 4:4. თუმცა მე-11 გეიმი ისევ დათმო და დამარცხდა - 5:7.

ამ მატჩის შემდეგ ანგარიში 3:1 გახდა ესტონეთის სასარგებლოდ და მეტოქემ გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებს კი, შემოდგომაზე მე-2 ჯგუფში დასაბრუნებელი პლეი-ოფი ელის.
მკითხველის კომენტარები / 14 /
Marshal და www ნიკამ ერთი თამაში ითამაშა (მეც კორტებიდან ვგულშემატკუვრობდი) და დღეს მეორე უნდა ეთამაშა, სწორედ მისმა უთამაშებლობამ წაგვაგებინა ვფიქრობ. და შენ www ისიც თუ არ იცი რო მეორე უნდა ეთამაშა და დღეს პირველი ნომრები უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს რა გაიძულებს პასუხის დაწერას?...
Irakli Apkhaidze
07 მარტი 2020 19:49
0
dges unda etamasha Nikas 100%. Ragac moxda etkoba da chven ar vicit. Davis cup 1-2 motamasheebi tamashoebn orive dges. tito tito tamashs atareb tito dges. Pirvel dges nikam
Moigo da metrevelma waago. Meore dges nikas unda etasha vistanac metrevelma waago da metrevels visac nikam mougo. Magram ragac moxda etkoba. Dzalian cudia.
Max
08 მარტი 2020 01:51
0
თამაშის გაგებაში არ არიან ბასილას გარდა. ერთი ბასილა გვყავს. დანარჩენები მოყვარულების დონეს ვერ აცდნენ.
გიგა
07 მარტი 2020 18:40
1
თამაშზე რომ ყოფილიყავი მაგას ნამდვილად არ იტყოდი. ფაქტია ნიკა (27) და დანარჩენები: მეტრეველი, ტყემალაძე, ცივაძე.. თამაშის დონეც განსხვავებულია თუმცა, დღეს წყვილებშიც ჩვენ ვჯობდით და სამწუხაროდ წავაგეთ..

აი ზუკა ტყემალაძის თამაში და იქ გულშემატკივრების აქტიურბა სულ სხვა იყო! იქამდე მივიდა საქმე რომ უნდა მოგვეგო.. თუმცა ეგ თამაშიც დავთმეთ.

სამწუხაროა.
Biannkoneri
07 მარტი 2020 21:27
1
ბასილამ რატო არ ითამაშა მიზეზი იცის ვინმემ? :(
Biankoneri
07 მარტი 2020 16:50
0
19 წლის ტყემალაძე დამარცხდა, ვითომ ძაან პატარაა, რამეს რო წარმოადგენდეს მაგ ასაკში უნდა იფრინოს ზუსტად, ურეიტინგო კაცთან უპრობლემოდ უნდა იგებდე თავს თუ ჩოგბურთელს უწოდებ, მეტრეველიც მიახლოებით ჩოგბურთელია და შედეგიც სწორია, ის ერთიც გასაკვირია რო მოიგეს, ტრაბახში კი ვართ მაგრები, თანაც ყველა სპორტში და ყველა სფეროში
A
07 მარტი 2020 16:17
2
ნეტა რატო არ მიკვირს :) ასე იცის წინასწარ ბაქინუქმა და ქილიკმა ესტონეთი სუსტია და გავალთ ასე და ისე აბა თქვენ იცით დააბრალეთ ქარს წვიმას თოვლს კორონას გლობალურ დათბობას :D არადა ესტონელებს დახურული დარბაზი უფრო უნდოდათ ჰეჰ :)
ნოდო
07 მარტი 2020 15:12
3
რას უნდა ელოდე სხვას მთელ ფედერაციას, მარტო მეტრეველები მართავენ, რამდენი ალექსანდრე და რამდენი აკაა ვერ გაიგებ.
Kkk
07 მარტი 2020 17:18
2
რაშიც მაგრები ვართ, ესაა ტრაბახი, წინასწარ გამოაცხადეს პრესაში გამარჯვებულად.
Gio
07 მარტი 2020 15:10
1
ქაღალდის ვეფხვები. გივი სიხარულიძე მაინც გეთამაშებინათ!
ვაჟა
07 მარტი 2020 15:00
2
წელიწადში 2-ჯერ ჭირდება ბასილაშვილი საქართველოს ნაკრებს, ეგეთი რა პრობლემა ჰქონდა რომ ეთამაშა...
Irakli Apkhaidze
07 მარტი 2020 14:50
3
წესებში შენ თუ ერკვევი ისიც უნდა იცოდე რო დღეს პირველი ნომრები უნდა შეხვედროდნენ
Irakli Apkhaidze
07 მარტი 2020 19:59
1
Itamasha basilashvilma tavisi tamaashi da moigo, im 3-1dan erti mogeba nikasi iyo da wesebshi tu erkvevi chogburtis erti chogburteli ver itamashebs yvela tamashs
Marshali
07 მარტი 2020 16:36
4
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული