ბასილაშვილის კიდევ ერთი აღიარება - უძლიერესი "ბექჰენდი" ჩოგბურთის სამყაროში

AutoSharing Option
ATP-ტურის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩოგბურთელთა უქმობის პერიოდში გამოქვეყნდა 2018-2020 წლების სტატისტიკა "ბექჰენდის" სიძლიერის მხრივ და აღნიშნულ კომპონენტში ყველაზე სწრაფი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ.

ნიკოლოზის "ბექჰენდის" საშუალო სისწრაფე 71,2 მილი გახლავთ და 1 მილით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ჯონ მილმენს (43), ხოლო მესამეზე მყოფ რაფაელ ნადალს (2) 1,4 მილით სჯობს.

ნიკოლოზი ამჟამად მსოფლიოს 27-ე ჩოგანი გახლავთ. ჩოგბურთის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ შეჩერებამდე, ბასილაშვილმა ბოლო შეხვედრა თბილისში, დევისის თასის ფარგლებში ესტონეთის ნაკრების წარმომადგენელ ვლადიმირ ივანოვთან გამართა და მეტოქე 2 სეტში დაამარცხა - 6:4,
6:1.



მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან გამეხარდა ეს ინფორმაცია!!! მოგვენატრა ჩოგბურთი!!! მოგვენატრა ნიკოლოზის თამაშების ყურება!!! მთავარია ნიკოლოზი იყოს ჯანმრთელად და ეს დრო არ დაკარგოს უქმად, თორემ ფორმის აღდგენა ძნელი იქნება!!! რეალურად ყველა ჩოგბურთელი იგივე მდგომარეობაშია!!! ნიკოლოზს და ყველა მის გულშემატკივარს გილოცავთ წმ. დიდმოწამე გიორგის ხს. დღეს!!! გისურვებთ მყარ ჯანმრთელობას და კორტზე უმოკლეს პერიოდში დაბრუნებას!!!
დათო
16:53 06-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული