ნიკოლოზ ბასილაშვილი კარანტინში სინატრას ჰანგებზე ამღერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს 27-ე ჩოგანმა, ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც აპლიკაციის საშუალებით მღერის.

როგორც ჩანს, ნიკოლოზს ძალიან კარგი და დახვეწილი გემოვნება აქვს და სიმღერა ცნობილი იტალიელ-ამერიკელ მომღერალ ფრენკ სინატრას რეპერტუარიდან შეარჩია.

საკმაოდ ცნობილი სიმღერა "Fly Me to the Moon", რომელსაც თავდაპირველად "In Other Words" ერქვა, ამერიკელმა კომპოზიტორმა ბერთ ჰოვარდმა 1954 წელს დაწერა და იმავე წელს ამერიკელმა მომღერალმა ქალმა ქეი ბალარმა შეასრულა. ხოლო ფრენკ სინატრას ვერსია, რომელიც 1964 წელს ჩაიწერა, ცნობილი კოსმოსური ხომალდის, "აპოლოს" მისიას ეძღვნებოდა.

აღნიშნული სიმღერის
სინატრასეული შესრულების მოსმენა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ხოლო, რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ქართველი ჩოგბურთელი ივნისის შუა რიცხვებში აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება. შეჯიბრებას, უკანასკნელი ცნობების მიხედვით, შესაძლოა ნოვაკ ჯოკოვიჩის შეუერთდეს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული