ბასილაშვილი დაკავებულია - სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

AutoSharing Option
ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი

საქართველოს პროკურატურა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით,
პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით," - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიმდინარე სხდომა დასრულდა. სასამართლომ ბასილაშვილს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა და ნაცვლად ამისა გირაოს სახით 100 000 ლარის გადახდა დააკისრა. ჩოგბურთელს თანხის გადახდის შემთხვევაში საპატიმროს დატოვება შეეძლება.

წყარო IPN


მკითხველის კომენტარები / 30 /
ძალიან ცუდი ფაქტია და ძალიან სამწუხარო.
G.LA
24 მაისი 2020 13:14
0
ჩემის აზრით,არ იყო საჭირო ამ ფაქტის საჯაროდ გამოტანა.ცოტა თავშეკავება მმართებთ ასეთ სახელოვან სპორტსმენებს! მათი უარყოფითი საქციელი დიდ გავლენას ახდენს ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაზე.ნიკოლოზ ბასილაშვილის მსგავსი წარმატებული ადამიანების მოქმედება აუცილებლად მისაბაძი უნდა იყოს ყველა ჩვენთაგანისთვის,მომავალი თაობისთვის!
....
24 მაისი 2020 14:54
3
რა ხალხი ხართ არ იცით გაარტყა თუ არა უკვე აბრალებთ დანაშაულს ჯერ თუ ნახეთ ის ქალი აშკარათ ფულის ხამია მაგრამ სიმართლე ის არის რომ არ უნდა მოიყვანო ცოლათ ეგეთი ადამიანი დაშორების მაგივრად სასამართლოში რომ გაიქცევა და გიჩივლებს მეტი ფული რო შეხვდეს მაგრამ არავის არ გვაქვს ოჯახში ჩარევის უფლება და ინტრიგნებს ნუ გავიწყდებათ ბასილაშვილის დამსახურება და ქველმოქმედება
სსსსს
24 მაისი 2020 17:50
3
მე მჯერა ნიკასი,მაგრამ თუნდაც სიმართლე იყოს 100 000 რა ამბავია? არანაირი პატივცემა არ არსებობს,თუ აქვს ფული და იხადოს ეგ თემაა? მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას თუ ეს მართალია,მაგრამ სხვებსაც ასეთ სიტუაციაში 100 000 თხოვენ გირაოს. ნიკა არ გადაიხადო ეგ ფული
გოგა
24 მაისი 2020 19:13
1
Რა მნიშვნელობა აქვს ვინაა და რა თანამდებობაზეა, ან როგორი ცნობადი პირია. Კაცი რომ ქალს ხელების ტყაპუნს დაუწყებს კაპიკია მისი ფასი და უკან აქვს ეგ ჩოგანი გასაკეთებელი. Დღემდე ძალიან ვქომაგობდი და დიდ პატივს ვცემდი.
Მჭერმეტყველი
24 მაისი 2020 15:38
58
კარგად დაფიქრდი რეებს ამბობ. ვიზიარებ აზრს ქალის მიმართ ძალის გამოყენების არ გამართლებაზე!(ჯერკიდევ საკითხავია სიმართლეა თუ არა. თუ უბრალო კამათი, რომელიც ამ ქალის წისქვილზე ასხამს წყალს) თ უ მ ც ა - კაცი არუნდა მიიყვანო იმ დონემდე რომ ძალა იხმაროს, რაც სამწუხაროდ ბევრ ქალს გამოსდის.
Biankonneri
24 მაისი 2020 16:48
5
შენ ამ სიტყვებზე პასუხის გაცემა მოგიწევს!!! ჩოგნის მიმართულების ტრაექტორია აშკარად შეიცვლება და ფრთხილად იყავი!!! შენ კაცობის არაფერი გეტყობა, თურმე პატივს სცემდი ნიკას და დღეს აზრი შეგეცვალა, მიუხედავად იმისა ,რომ ბოლომდე დარწმუნებული არ ხარ ნიკას დანაშაულში!!! შენ და შენისთანებს არ უხარიათ გამარჯვებული ქართველი და ყოველნაირად ცდილობთ შეულახოთ რეპუტაცია!!! შენ მჭერმეტყველი არ ხარ, შენ ხარ პ...ი!!! შეხვედრამდე!!!
დათო
24 მაისი 2020 20:27
0
ყველა გამოხმაურება
davai profesorebo mogecat kvelas azris gamotkmis upleba !!!!!
!!!!!!!
24 მაისი 2020 13:12
21
კლავიატურის ვირთხა ნაციონალი როგორ უნდა იყოს ნორმალური ადამიანი
!!!!-ს
24 მაისი 2020 14:17
4
ნაციონალობა არ გიტყდება? ბოკერია და სააკაშვილის დრო მორჩა
!!!!!
24 მაისი 2020 13:57
6
ასეთი ფაქტები მოხშირდა ძალიან. ცამდე მართალი რომ იყოს მამაკაცი მაინც ამტყუნებენ.ჩემს მეგობარს უჩივლა ასე მისმა ყოფილმა შეყვარებულმა. ჯერ იძახდა მძალადობდაო. არ დადასტურდა. შემდეგ დამზდევსო და ცდილობს როგორმე რამე დამიშავოსო არც ეს დადსტურდა. ბოლოს ფიქოლოგოური წნეხის ქვეშ ვყავარო. რა ფორმით ხედებოდა ესეც ვერ ახსნა. სასმართლომ მაინც მამაკაცი გაამტყუნა.დასკვნაში დაწერა შესაძლო დანაშაულის არიდების მიზნით პრევენცია განხორცილდესო. ისე გამოვიდა ადამინის არსებობა აუკრძალეს.
???
24 მაისი 2020 22:00
0
ამ მოვლენას ეწოდება სახალხო "ლომკარიზმი"
1
24 მაისი 2020 22:47
0
ვინც არუნდა იყოს დამნაშავე, სამწუხარო ფაქტია :((
Biankonneri
24 მაისი 2020 13:59
12
გვარგადაკეთებული ოსი ნაძირალა ცდილობს ფული წაგლიჯოს. სურათებზე ეტყობა ვინცაა.
ტიპიური Gold digger.
გენა
24 მაისი 2020 22:57
0
მტერს მოხვდა მაგის ხელი.
ლევანი
24 მაისი 2020 19:40
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული