ბასილაშვილი: არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან, სიმართლეს სასამართლოში აუცილებლად დავამტკიცებ

AutoSharing Option
ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. ბასილაშვილის განცხადება მისმა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" განათავსა.

როგორც ბასილაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, არ აპირებს ყოფილ მეუღლესთან საჯარო დისკუსიაში შესვლას და სჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში ადვოკატების დახმარებით დაამტკიცებს.

ბასილაშვილი მხარდამჭერებსაც მიმართავს და მადლობას უხდის.

„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

რაც შეეხება 22 მაისს, განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ, ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე
სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე. ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“ , - აცხადებს ბასილაშვილი, რომლის განცხადებასაც ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის, ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

წყარო IPN

მკითხველის კომენტარები / 17 /
ამ ინციდენტის მერე მინდა რო უფრო მეტად მოტივირებული იყო! უფრო მაგარი დაბრუნდი და ითამაშე შენი შვილისთვის გულშემატკივრისთვის და რათქმაუნდა შენი ქვეყნისთვის! მოემზადე და დარწმუნებული ვარ ილიმპიადაზე მედალს დადებ! ეგ იყოს შენი პასუხი
ჩემი მხარდაჭერა ნიკას
25 მაისი 2020 00:24
3
ეჭვმიტანილი ბრალდებულს არ ნიშნავს, სანამ სასამართლო არ გამოიტანს განაჩენს, იქამდე დამნაშავე არავინაა. ვერ გავიგე წინასწარ რა აჟიოტაჟია შექმნილი. ძალიან არაპროფესიონალი საზოგადოება ვართ, რომელსაც სამართალის არაფერი გაგვეგება.
ფეხბურთი
25 მაისი 2020 00:23
4
რატომ ნიკა რატომ, შენ მაგრეთი რამე საერთოდ არ უნდა მოგსვლოდა! ქართველი ხალხის სახელით მთელ მსოფლიოში გამოდიხარ! არ უნდა წამოგებოდი მაგ პროვოკაციას!რა თქმა უნდა არ მჯერავს რაც მოხდა, მაგრამ არ უნდა მომხდარიყო საერთოდ! ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად დამთავრდება, ყოფილი მეუღლეც ჭკუას მოუხმობს და გაგირიგდება! მე პირადად შენ თამაშებს ყოველთვის ვუყურებ და მინდა რომ მომავალში მხოლოდ წარმატებები გქონდეს!
DATO
24 მაისი 2020 23:27
8
სხვა რამე კი არ უნდა ნაცოლარს,დათო.სწორედ გარიგების იმედზეა.სკანდალის ატეხვას,გარიგება ურჩევნია და ფულს ავახევო.უკვე დამუშავებული სქემა აქვთ სპორტსმენებზე დასპეციალებულ ქალებს.მთლიანად ნიკას მხარეზე ვარ და თუ მართლაც ხელი წაუცდა,ეგეც პროვოცირებული იქნებოდა.აზდაკის სასამართლოა საჭირო,ამ დროს.
სოსო
25 მაისი 2020 14:25
1
ნეკა დოროყაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ თურმე მთვრალ მამამთილს დიდი ტარის მქონე რაღაც ეჭირა ხელში, როდესაც მას გამოეკიდა. ის ამბობს, ვერ გაარჩია რა იყო ეს საგანი - იყო გიტარა, ნაჯახი, სხვა იარაღი, მაგრამ ახსოვს რომ ამ საგანს ჰქონდა დიდი ტარი.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა საგანი ეჭირა ხელში მამამთილს, რასაც დაზარალებულის აღწერილობით ჰქონდა დიდი ტარი, და რომლითაც მას გამოეკიდნენ.

წყარო: https://ipress.ge/new/neka-doroqhashvili-qhophil-mamamthilze-gamomekida-raghatsa-sagnith-dzalian-didi-tari-hqonda/
ზაზა
24 მაისი 2020 23:19
5
ჰოდა მეც ეგ მანტერესებს - რა იყო ის რასაც დიდი დარი ჰონდა და ეჭირა ხელში მამამთილს :)
ზაზა
25 მაისი 2020 02:15
0
და საერთოდ რატომ მიუხტა ნელი დოროყაშვილი ბასილაშვილების ოჯახს ავჭალაში, თუ ჩაფქრებული არ ჰქონდა ეს პროვოკაცია???!!!
დათო
24 მაისი 2020 23:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული