საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდი - რა თანხას გამოიმუშავებს ბასილაშვილი, თუ ანტალიის ტურნირს მოიგებს

AutoSharing Option
გუშინ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიის ტურნირის 1/16-ფინალში გააღწია.

მან იტალიელი არნაბოლდის დამარცხებისათვის და შესაბამისად, პირველი წრის დაძლევის შემდეგ 3200 ევრო უკვე გამოიმუშავა.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენებური ხვალ თურქ ალტუგ ჩელიქბელიქსაც დაამარცხებს (რაც სავსებით რეალურია), მის ანგარიშზე დამატებით 5700 ევროც ჩაირიცხება.

მეოთხედფინალში მოგებისთვის ის უკვე 9700 ევროს, ნახევარფინალში გამარჯვებისთვის 14 000 ევროს, ტურნირზე ჩემპიონობისთვის კი 27 960 ევროს მიიღებს.

აქვე გასათვალიწინებელია ისიც, რომ ბასილაშვილი წყვილებშიც ასპარეზობს, თუმცა იქ საპრიზო თანხა გაცილებით ნაკლებია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
28 ათასი ევროა სოლიდური თანხაა??? მდაააა....
ვაი შენს პატრონს
19:47 09-01-2021
1
სარეიტინგო ქულები დაწერეთ, რამდენს გამოიმუშავებს, ფული რაში გვაინტერესებს?!
ირაკლი
20:46 08-01-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული