ნადალმა 2 -სეტიანი უპირატესობა გაანიავა და ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

AutoSharing Option
დღეს, 17 თებერვალს, ავსტრალიის ღია პირველობის დარჩენილი ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. 

თანამემამულეების დაპირისპირებაში დანილ მედვედევმა ალექსანდრ რუბლევს შანსი არ მისცა. დანილმა მარტივად, 7:5 6:3 6:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. 

Sportall.Ge

მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა რაფაელ ნადალსა და სტეფანოს ციციპასს შორის გაიმართა. ესპანელმა ჩოგბურთელმა პირველ ორ სეტში მარტივად, 6:3 6:2 იმარჯვა. მესამე სეტში გულშემატკივრებმა სანახაობრივი თამაში იხილეს. ტაიბრეიკზე დაშვებული შეცდომებით სტეფანოსმა ისარგებლა და მე-3 სეტი 7:6 მოიგო. მეოთხე სეტში უპირატესობა ციციპასმა ხელთ იგდო და საბოლოოდ, იმარჯვა კიდეც. ბოლო 2 სეტის ანგარიში 6:4 7:5 გახლავთ.
სტეფანოს ციციპასი დიდებული დაბრუნებით ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე დანილ მედვედევი იქნება.



Sportall.Ge


რაც შეეხება ქალთა ტურნირს, WTA-ს პირველი ნომერი ეშლი ბარტი მოულოდნელად 27 ნომერთან, კაროლინა მუჩოვასთან დამარცხდა. ეშლიმ პირველი სეტი მარტივად, 6:1 მოიგო, თუმცა შემდგომ ყველაფერი ავსტრალიელის საპირისპიროდ შეიცვალა და კაროლინამ ზედიზედ ორი სეტი მოიგო. საბოლოო ანგარიში 6:1 3:6 2:6 გახლავთ. 

Sportall.Ge

მეორე ნახევარფინალისტი ჯენიფერ ბრედი იქნება, რომელმაც თანამემამულე ჯესიკა პეგულა დაამარცხა. ჯენიფერმა პირველი სეტი  4:6 დათმო, თუმცა შემდეგ გონს მოეგო და 6:2 6:1 იმარჯვა. 

Sportall.Ge

კაროლინა მუჩოვა და ჯენიფერ ბრედი ერთმანეთს ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან.

altლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული