"კარიერის დასრულებას არ ვფიქრობ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო დამჭირდება" - ენდი მარი უიმლდონზე მარცხით გულდაწყვეტილია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიდი სლემის 3 გზის გამარჯვებულმა, 2 გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ენდი მარიმ უიმბლდონზე განცდილი მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ ეჭვი აქვს, მომავალ წელს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე აღარ ითამაშებს.

"მოტივაცია ნამდვილად მნიშვნელოვანია. ასეთ ტურნირებზე ნაადრევი წაგება მას ნამდვილად არ აძლიერებს. გასულ წელს ჩემი პროფესიონალური კარიერის გაგრძელებაზე ბევრს ვფიქრობდი, ოჯახს ვესაუბრე და წინ დავიწყე ყურება. ახლა კარიერის დასრულებას არ ვფიქრობ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო მჭირდება. იმედი მაქვს ვიპოვი იმ რაღაცას, რაც მოტივაციას მომცემს, რომ ვარჯიში გავაგრძელო, ვიმუშაო საკუთარ თავზე და უკეთესი დავბრუნდე" -
განაცხადა ენდიმ.

შეგახსენებთ, ბრიტანელი ჩოგბურთელი უიმბლდონის მეორე წრეში ბერძენ სტეფანოს ციციპასთან 6:7 7:6 4:6 6:7 4:6 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი მატრაბაზი და ენამწარე ვინმეა. ეგ არ იყო ბასილაშვილმა 2:5 - დან რომ ამოუქაჩა, პარტია მოუგო და ტურნირის ხელმძღვანელობამ მატჩი შეწყვიტა და მეორე დღისთვის გადადო იმისათვის, რომ მაგას დაესვენა?! ბრიტანელების სასარგებლოდ - ყველაფერი მოსულა? - ფეხბურთის წყლიან მინდორზე თამაშის არ იყოს!!! მაგან კი განაცხადა, რომ "ბასილაშვილს სასამართლო გარჩევა აქვს და აქ არ უნდა თამაშობდესო".
ვაჟა მასწ.
15:56 08-07-2023
1

სიახლეები პოპულარული